» » » თვალის გამაგრილებელი ნიღაბი - ამცირებს შესივებას და ანთებას

თვალის გამაგრილებელი ნიღაბი - ამცირებს შესივებას და ანთებას

ამ გამაგრილებელ, დამამშვიდებელ და აღმდგენ თვალის ნიღაბს ტონუსში მოჰყავს კანი თვალების ირგვლივ და ამცირებს შესივებას და ანთებას. თხილის მცენარეული წყალი შემკვრელი და მომაღონიერებელია. გულყვითელას სპირტიანი ნაყენის დამამშვიდებელი მოქმედება ალოესთან და თხილთან ერთად ასწორებს შესივებას თვალის ირგვლივ და აცოცხლებს კანს.

20 მლ-ის დასამზადებლად საჭიროა

ინგრედიენტები:
  • 2 ჩ/კ მცენარეული წყალი
  • 1 ჩ/კ ალოეს წვენი
  • 1 ჩ/კ გლიცერინი
  • 1 ჩ/კ გულყვითელას სპირტიანი ნაყენი

მომზადების წესი:[/b]
სტერილურ თასში ჩაყარეთ ინგრედიენტები და აურიეთ.
გადაიტანეთ სტერილურ ბოთლში და დაახურეთ თავზე.შეინახეთ მაცივარში. ძლებს 1 კვირამდე.

[b]გამოყენების წესი:

თვალის ნიღაბი თვალის გარშემო ძვლოვან ზედაპირზე (ანუ წარბისა და ღაწვის ძვლებზე) უნდა წაისვათ. არასოდეს წაისვათ ქუთუთოებსა და თვალის უპეებზე, ვინაიდან კანი ამ ადგილებში ძალიან ნაზია. დაოტოვეთ კანზე 5 წუთით და შემდეგ ბამბით, სველი ფლანელის ან დოლბანდის ქსოვილით მოიშორეთ.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.