100 მლ-ის დასამზადებლად საჭიროა
ინგრედიენტები:
- 75 მლ ვარდის წყალი
- 2 ჩ/კ გლიცერინი
- 2 ჩ/კ ნუშის ზეთი
- 2 წვეთი ილანგ ილანგის ეთერზეთი
- 4 წვეთი ვარდის ეთერზეთი "ოტტო"
მომზადების წესი:
ვარდის წყალი და გლიცერინი ჩაასხით თასში.
ჩაუმატეთ ზეთი, ეთერზეთები და კარგად აურიეთ.
გადაიტანეთ მიღებული მასა სტერილურ ბოთლებში და დაახურეთ თავზე. გამოყენების წინ შეანჯღრიეთ. შეინახეთ გრილსა და ბნელ ადგილას. შენახვის ვადა 6 კვირა.
გამოყენების წესი:
ბამბის ტამპონი დაასველეთ გამწმენდში და მსუბუქად გადაიტარეთ წარბებზე;
ჩამოყევით ცხვირს და გადაატარეთ ნიკაპზე. ამის შემდეგ გაიწმინდეთ ლოყები.
მოარიდეთ ნაზ ადგილებს თვალის გარშემო.