ერთი გამოყენებისთვის დაგჭირდებათ:
ინგრედიენტები:
- 1/2 მწიფე ავოკადო
- 1/2 მწიფე ბანანი
- 1 ჩ/კ თაფლი
- 1 ჩ/კ თაფლი
- 1 ჩ/კ ვარდის მცენარეული წყალი
მომზადების წესი:
ავოკადო და ბანანი თასში და ჩანგლით კარგად დაჭყლიტეთ.
მიღებულ პასტისებრ მასას დაუმატეთ თაფლი და ვარდის წყალი. აურიეთ. პასტა საკმარისი სისქის უნდა იყოს საამისოდ, რომ სახეზე თანაბრად წაისვათ ან ფუნჯით დაიდოთ. წაისვით მომზადებისთანავე.
გამოყენების წესი:
ნიღაბი თითის წვერებით დაიდეთ ახლად გაწმენდილ კანზე. მოერიდეთ თვალის მიდამოებს. გაიჩერეთ 10 წუთით და ჩამოირეცხეთ თბილი წყლით. კანი პირსახოცის ნაზი დადებით გაიმშრალეთ.