ინგრედიენტები:
ლავანდის ეთერზეთი - სურნელოვანი ზეთია, რომელსაც ყველა ტიპის კანისთვის სუსტი დამაბალანსებელი და სამკურნალო ეფექტი აქვს.
ფუტკრის ცვილი - ცვილი იცავს და კვებავს კანს.
ლიმონის ეთერზეთი - კარგი ტონიკია. ანტისეპტიკური თვისების წყალობით არჩენს ჩირქოვან გამონაყარს სახეზე.
მზესუმზირის ზეთი - ადვილად წასასმელი და მსუბუქი ზეთია, რომელშიც უხვადაა ვიტამინები და უცვლელი ცხიმოვანი მჟავები.
ზეითუნის ზეთი - მსუყე და ოდნავ წებოვანია. არბილებს და აჯანსაღებს კანს.
შიის კაკლის კარაქი - ბუნებრივი დამამშვიდებელია, რომელიც კანს ტენიანობას უნარჩუნებს. ეს კარაქი ორგანიზმის ტემპერატურაზე დნება და კვებავს კანს.
140 გრამის დასამზადებლად საჭიროა
ინგრედიენტები:
- 90 მლ მზესუმზირის ზეთი
- 2 ჩ/კ ზეითუნის ზეთი
- 1 ს/კ შიის კაკლის კარაქი
- 1 ს/კ ფუტკრის ცვილი
- 12 წვეთი ლავანდის ეთერზეთი
- 8 წვეთი ლიმონის ეთერზეთი
მომზადების წესი:
ორთქლზე შეათბეთ ყველა ინგრედიენტი ეთერზეთების გარდა. ცვილი რომ დადნება, გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან.
მიღებული მასა გაგრილებას რომ დაიწყებს, დაუმატეთ ეთერზეთები.
ჩაასხით სტერილურ ქილაში და 1-2 საათით დატოვეთ. შემდეგ შეგიძლიათ მაშინვე გამოიყენოთ ან თავზე დაახუროთ და გრილ, ბნელ ადგილას შეინახოთ 3 თვით.
გამოყენების წესი:
ძალიან ცოტა ბალზამი მოკლე, წრიული მოძრაობებით შეიზილეთ კანში. ყურადღება მიაქციეთ შესქელებულ ზონებს (მაგ, ცხვირის მიდამოებში). 2 წუთით იზილეთ კანი და შემდეგ გაისუფთავეთ მარლის ან ფლანელის სუფთა ქსოვილითა და თვილი წყლით.