» » » მცენარეული ზეთების ეს კომბინაცია კვებავს და ამშვიდებს კანს.

მცენარეული ზეთების ეს კომბინაცია კვებავს და ამშვიდებს კანს.

ეს მდიდრული, სურნელოვანი სახის ზეთი კანს ძილის დროს ამშვიდებს. მასში უხვადაა უცვლელი ცხიმოვანი მჟავები. სასარგებლოა მასში შემავალი ეთერზეთებიც: პაჩულის ზეთი აღადგენს, ილანგ-ილანგის ზეთი ამშვიდებს, ხოლო ფორთოხლის ეთერზეთი ამშვიდებს კანს.

100 მლ-ის დასამზადებლად საჭიროა

ინგრედიენტები:
  • 1ს/კ ბროწეულის ზეთი
  • 2 ს/კ მაკადამიის კაკლის ზეთი
  • 2 ჩ/კ აბუსალათინის ზეთი
  • 3 ს/კ ჟოჟობას ზეთი
  • 2 წვეთი სტირაქსის სპირტიანი ნაყენი
  • 1 წვეთი კვიპაროსის ეთერზეთი
  • 1 წვეთი მუსკატის სალბის ეთერზეთი
  • 1 წვეთი პაჩულის ეთერზეთი
  • 1 წვეთი ილანგ ილანგის ეთერზეთი
  • 1 წვეთი ფორთოხლის ეთერზეთი

მომზადების წესი:
  1. თასში ჩაასხით ზეთები; დაუმატეთ ეთერზეთები და სპირტიანი ნაყენი და კარგად მოურიეთ.
  2. გადაიტანეთ სტერილურ ბოთლში და თავზე მჭიდროდ დაახურეთ. შეინახეთ მაცივარში. შენახვის ვადა 3 თვემდეა.

გამოყენების წესი:
რამდენიმე წვეთი დაიწვეთეთ თითის წვერებზე და მსუბუქი მოძრაობით შეიზილეთ სახესა და ყელზე. მოერიდეთ თვალებს. წაისვით ღამით, რათა კანი ძილის დროს აღდგეს. მისი გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ კანს დამატებითი დატენიანება სჭირდება. ეს ზეთი შეგიძლიათ სახის 10-წუთიანი მასაჟის დროსაც გამოიყენოთ.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.