» » » ეს დამამშვიდებელი ზეთი აამებს და აჯანსაღებს კანს, ებრძვის წვრილ ნაოჭებს.

ეს დამამშვიდებელი ზეთი აამებს და აჯანსაღებს კანს, ებრძვის წვრილ ნაოჭებს.

გარგარის თესლისგან კანის დამარბილებელი ზეთი მზადდება, რომელიც ყველა ტიპის კანისთვისაა რეკომენდებული. იგი დამამშვიდებელია და კანს მოქნილობასა და ტენიანობას უნარჩუნებს.

ის სასარგებლოა:

აჯანსაღებს და ამშვიდებს კანს.
გარგარის კურკის ზეთი გამომშრალ, ანთებიან და ნაადრევად დაბერებულ კანს შვებას ჰგვრის. იგი თხელ ფენას ქმნის და კანს გარემოს ზემოქმედებისგან იცავს.

გამწმენდი.
ზეთი აშორებს და ხსნის ფორების დამხშობ ჭუჭყსა და ცხიმს.

ებრძვის დაბერების ნიშნებს.
გარგარის კურკის ზეთი არბილებს კანს და აუმჯობესებს მის ელასტიკურობას. აქრობს წვრილ ნაოჭებს.

მკვებავი მასაჟი.
ვინაიდან სხვა ზეთებეთან შედარებით გარგარის კურკის ზეთი უფრო ნელა შეიწოვება, იგი იდეალურია მასაჟისა და კანის შრატებისთვის.

კურკა

გარგარის კურკაში უხვადაა სასარგებლო ზეთები.

კურკის ზეთი

ეს დამამშვიდებელი ზეთი აამებს და აჯანსაღებს კანს. მის ნაცვლად შეგიძლიათ ატმის კურკის ზეთიც გამოიყენოთ. ორივეს ერთნაირი თვისებები აქვს.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.