» » » მაგნოლიის ექსტრაქტი წნევის დამწევი ეფექტური საშუალებაა.

მაგნოლიის ექსტრაქტი წნევის დამწევი ეფექტური საშუალებაა.

მაგნოლია მსხვილყვავილიანი მარადმწვანე ხეა მაგნოლიისებრთა ოჯახიდან, სიმაღლით 30-მ-მდე, პირამიდული ვარჯით. ღერო სწორია, დიამეტრით 1-1,5 მ, გლუვი, ნაცრისფერი ან ღია რუხი ფერის ქერქით.
ყვავილობს აპრილიდან-ოქტომბრამდე, თესლი მწიფდება ოქტომბერ-ნოემბერში.
საქართველოსი მაგნოლია გავრცელებულია შავი ზღვისპირა ზოლში. მაგნოლიის ფოთლების დამზადება ხდება მთელი ყვავილობის პერიოდში. ფესვიდან ჭრიან ყლორტებს ისე, რომ ძირითადი ვარჯის ტოტები შეინარჩუნონ. შემდეგ გლეჯენ ფოთლებს, აშრობენ ჩრდილში, ან საშრობში, ღუმელებში, არაუმეტეს 60 გრადუსზე. გამშრალი ფოთლები უნდა შეინახოთ მშრალ, კარგად განიავებად ადგილებში. შენახვის ვადა 4 წელია.
მაგნოლიის ექსტრაქტი წნევის დამწევი ეფექტური  საშუალებაა.
მაგნოლიის ფოთლები შეიცავენ ალკალოიდებს, რუტინს და სხვა ფლავინოიდებს. სხვადასხვა სამკურნალო ნივთიერებებს შეიცავენ აგრეთვე მაგნოლიის ქერქი, თესლი და ფესვები.

მაგნოლიის თხევადი ექსტრაქტი წნევის დამწევი საშუალებაა, ამცირებს გულისცემას, ტკივილს გულის არეში. განსაკუთრებით სასარგებლოა ჰიპერტონიული დაავადების ადრეულ სტადიაში. მკურნალობის კურსი 3-4 კვირიანია (20-30 წვეთი 3-ჯერ დღეში).
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.