» » » ღვიძლის, ნაღვლის სადინარების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების და ჭიების სამკურნალო მცენარე

ღვიძლის, ნაღვლის სადინარების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების და ჭიების სამკურნალო მცენარე

ასფურცელა მრავალწლიანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან. მისი სწორმდგომი ღეროები შიშველია ან ბუსუსებითაა დაფარული. სიმაღლით 50-150 სმ-ის ღერო მყარია და მის ზემო ნაწილში დატოტვილია. მერქნისებური ფესურა ჰორიზონტალური და გახევებულია. ფოთლები მორიგეობითაა განლაგებული ღეროზე, რომელთა ფრთისებრ დაყოფილი სეგმენტები ხაზურ-ლანცეტაა. კალათა-ყვავილედი დიამეტრით 12 სმ-ია, აქვს ნახევარსფერული ფორმა და ღეროს წვერში ფარისებრადაა შეკრებილი. ყვავილები ყვითელი ან ნარინჯისფერია. ნაყოფი მოგრძო, წებოვანი თესლურაა, რომლის კიდე მრგვალკბილიანია.



ასფურცელა ივლის - სეტემბერში ყვავილობს, თესლი კი აგვისტო - სექტემბერში მწიფდება. ასფურცელა გავრცელებულია ტყეებში, ტყის პირზე, ბუჩქნარებში, ქვიშიან კარიერებში, ნაგვიან ადგილებზე და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გვხვდება.
სამკურნალო პრეპარატების დასამზადებელ ნედლეულად იყენებენ ასფურცელას ყვავილებს. ეს ყვავილები შეიცავენ ფლავონოიდებს, ეთერზეთებს, ალკალოიდებს, მთრიმლავ და მწარე ნივთიერებებს.

ასფურცელას პრეპარატები გამოიყენება ღვიძლის, ნაღვლის სადინარების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების და ჰელმინთოზების სამკურნალოდ.
უნდა გვახსოვდეს, რომ ასფურცელა შხამიანი მცენარეა და მისი ნაყენის დიდი დოზებით ან ხანგრძლივად ხმარება ფაღარათსა და ღებინებას იწვევს, ამიტომ მისი გამოყენება სიფრთხილეს მოითხოვს. ასფურცელა აგრეთვე აფრთხობს მწერებს.

ასფურცელას შემდეგნაირად იყენებენ:
1 ს/კ მცენარის ყვავილებს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, შევფუთოთ და 1 საათით დავაყენოთ. შემდეგ გავფილტროთ. მივიღოთ 5-6 ს/კ დღის განმავლობაში.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.