» » » ხალხურ მედიცინაში მას იყენებენ როგორც სისხლისაღმდგენ, შემკვრელ საშუალებას, ხმარობენ აგრეთვე ეპილეფსიის სამკურნალოდ.

ხალხურ მედიცინაში მას იყენებენ როგორც სისხლისაღმდგენ, შემკვრელ საშუალებას, ხმარობენ აგრეთვე ეპილეფსიის სამკურნალოდ.

ფითრი მარადმწვანე, პარაზიტი ბუჩქოვანი მცენარეა ფითრისებრთა ოჯახიდან. მისი ბუჩქები ბურთისებრი ფორმისაა, მრავალდატოტვილი. იგი ძირითადად მსხლის ტოტებზე გვხდვება, არცთუ იშვიათად ვაშლზე, აკაციაზე, ცაცხვზე, სოჭზე და სხვა მერქნიან მცენარეებზეც. ფოთლები ტოტებზე მოპირისპირედაა განლაგებული, სქელი ტყავისებრი, მოგრძო - ლანცეტისებური ან ელიფსური ფორმისაა, კიდემთლიანი. ყვავილები წვრილია, მოყვითალო - მომწვანო.

ფითრი ყვავილობს მარტ-აპრილში, ნაყოფი მწიფდება სექტემბერ - ოქტომბერში. გავრცელებულია საქართველოს თითქმის ყველა რაიონში, როგორც დაბლობში, ისევე მთაში. იგი გარკვეულწილად ზარალს აყენებს მებაღეებს, მაგრამ ამავე დროს შეიძლება გამოყენებული იქნას არამარტო როგორც სამკურნალო მცენარე, არამედ როგორც საქონლისა და ფრინველის საკვები.
სამკურნალოდ გამოიყენება ახალგაზრდა ფოთლიანი ყლორტები. ისინი შეიცავენ ალკალოიდის მსგავს ნივთიერებებს, ორგანულ მჟავებს, სპირტებს, ქოლინს, ამინომჟავებს და სხვა.

ფითრის ყლორტებს აგროვებენ გვიან შემოდგომით, როდესაც ძირითადი მცენარის ფოთლები ჩამოცვივა. აშრობენ საშრობებში ან თბილ დაგებობებში, წინასწარ ამტვრევენ 5-10 სმ სიგრძის ნაჭრებად.

ფითრის სამკურნალო თვისებები ჯერ კიდევ ჰიპოკრატეს დროს იყოს ცნობილი. ხალხურ მედიცინაში მას იყენებენ როგორც სისხლისაღმდგენ, შემკვრელ საშუალებას, ხმარობენ აგრეთვე ეპილეფსიის სამკურნალოდ.
ექსპერიმენტულად დადგენილია, რომ ფითრის ფოთლების ექსტრაქტი დაბლა სწევს არტერიულ წნევას და შესაძლებელია მისი გამოყენება ჰიპერტონული დაავადების საწყის სტადიაში. ასეთივე შედეგი აღინიშნება კლიმაქტერული ჰიპერტონიით დაავადებულთა მკურნალობის დროსაც.

ნაყენის მომზადების წესი:
ნაყენის მოსამზადებლად 15 გრ ფოთოლი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში და დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთით, შემდეგ გადმოიღეთ, გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წთ-ის განმავლობაში.

ნახარშის მომზადების წესი:
ნახარშის მისაღებად 6-8 ფოთოლი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 1 ჭიქა წყალი, ადუღეთ 20-30 წთ-ის განმავლობაში. გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 10-16 წთ, შემდეგ დოლბანდზე გადაწურეთ და შეავსეთ ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობის მიღებამდე. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.