» » » ნივრით იოლად ვამარცხებ გრიპსა და სხვა ვირუსულ ინფექციებს.

ნივრით იოლად ვამარცხებ გრიპსა და სხვა ვირუსულ ინფექციებს.

ბევრს არ უყვარს ნიორი მძაფრი სუნის გამო, მაგრამ მერწმუნეთ, მას იმდენად ძლიერი სამკურნალო ეფექტი აქვს, რომ უსიამოვნო სუნს არაფრად მიიჩნევთ. პირადად მე ნივრით იოლად ვამარცხებ გრიპსა და სხვა ვირუსულ ინფექციებს. ნივრით მოვირჩინე ნაღვლის ბუშტის ანთება. მინდა, ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ. როცა გრიპის ეპიდემია მძვინვარებს, 1-2 თავი ნიორი გაფცქცვენით, დაჭყლიტეთ, დადგით მაგიდაზე და პირველი 10-15 წუთის განმავლობაში, როცა აქტიური ნივთიერებები განსაკუთრებული ინტესივობით გამოიყოფა, შეიყნოსეთ მისი სუნი. ეპიდემიისას ეს პროცედურა ყოველდღიურად უნდა ჩაიტაროთ. ხოლო თუ გრიპი უკვე შეგეყარათ , ამ პროცედურასთან ერთად ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტებიც მიიღეთ. ნაღვლის ბუშტის ანთებისას დღეში 3-4-ჯერ 1-2 კბილი ნიორი დაღეჭეთ. უნდა ღეჭოთ გულდასმით, 2-3 წუთი. მკურნალობის კურსი 2-3 კვირაა. ასევე გთავაზობთ უებარი ბალზამის რეცეპტს, რომელიც ამაგრებს იმუნიტეტს, შველის ათეროსკლეროზს, ქრონიკულ ბრონქიტს, კუჭისა და ნაწლავების დაავადებებს. ბალზამის დასამზადებლად 200 გრამი სპირტი და დადგით ბნელ ადგილას. 10-12 დღის შემდეგ გაფილტრეთ, დაუმატეთ 50 გრამი თაფლი და 30 გრამი პროპოლისის სპირტიანი ხსნარი (იყიდება აფთიაქში). კარგად აურიეთ და სიბნელეში კიდევ 2-3 დღე დატოვეთ. სვით დღეში სამჯერ,ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. წვეთები ნახევარ ჭიქა რძეში უნდა გახსნათ. დოზა თანდათანობით გაზარდოთ: პირველ დღეს მიიღეთ დილით - 1, სადილად - 2, საღამოს - 3 წვეთი, მეორე დღეს, შესაბამისად, 4,5,6 წვეთი და ა.შ. მე-11 დღიდან დოზა სტაბილური ხდება: 25-25 წვეთი დილით, შუადღისას და საღამოს. კურსის ხანგრძლივობა 30 დღეა. 3-5 თვის შემდეგ კურსი შეგიძლიათ გაიმეოროთ. ამ ბალზამით მეუღლეს გასტრიტი მოვურჩინე, მამას ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის ვასვი, შვილს დასუსტებული იმუნიტეტი გავუძლიერე და მას შემდეგ კარგა ხანს აღარ გაციებულა.

ექიმის კომენტარი:

ნივრის მძაფრ სურნელს მასში შემავალი ფიტონციდები განაპირობებს. ეს ნივთიერებები ძლიერი ბაქტერიოციდული თვისებებით გამოირჩევა. მათი წყალობით ნიორი გრიპისა და სხვა ვირუსული ინფექციების საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაა. გარდა ამისა, ნიორს ძლიერი ნაღველმდენი, ანთების საწინააღმდეგო თვისებებიც ახასიათებს, რის გამოც მას სანაღვლე გზების დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.