სამახსოვრო ორსულებისთვის:
- ერიდეთ გრიპიან ავადმყოფებთან კონტაქტს.
- ნუ შეეხებით დაუბანელი ხელებით თვალებს, ცხვირსა და პირს.
- რაც შეიძლება ხშირად დაიბანეთ ხელები თბილი წყლითა და საპნით. თუ წყალი და საპონი მოუწვდომელია, შეგიძლიათ გამოიყენოთ სპირტზე დამზადებული ანტიბაქტერიული ჟელე ხელებისთვის.
- თუ თქვენს გარემოცვაში ვინმეს გრიპი აღმოაჩნდა, მიმართეთ ექიმს.
- შინიდან გასვლისას ცხვირის ნესტოებში შეიზილეთ ოქსოლინის 0,25%-იანი მალამო. მით უმეტეს, ორსულობის პირველ ტრიმესტრში, როდესაც შინაგანი მედიკამენტების მიღება რეკომენდებული არ არის.
თუ გრიპის ნიშნები გამოგაჩნდათ: - დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
- ექიმის დანიშნულების გარეშე ნუ მიიღებთ წამალს - მან შესაძლოა ზიანი მიაყენოს მზარდ ნაყოფს.
- ნუ მიიღებთ ცხელ აბაზანას - საშიშია.
- მიიღეთ დიდი რაოდენობით თბილი სასმელი (უმჯობესია ტუტე): ჩაი, მორსი, ბორჯომიანი რძე და სხვა.
- დაიცავით წოლითი რეჟიმი.
- როდესაც ახველებთ ან აცემინებთ, ცხვირ-პირზე აიფარეთ ხელსახოცი. გამოყენების შემდეგ ხელსახოცი გადააგდეთ.
- თუ ორსულობის ვადა 12 კვირას აღემატება, ისეთი სიცხის დამწევი მედიკამენტების მიღება, როგორიც არის პარაცეტამოლი და მისი შემცველი პრეპარატები, ნებადართულია მხოლოდ ექიმის მიერ მითითებული დოზით. სამაგიეროდ თამამად შეიძლება ხალხური საშუალებების - შტოშის, ცაცხვის, ჟოლოს ან გამომშრალი ვაშლის ფოთლების ჩაის გამოყენება.
- უწყვეტი კავშირი იქონიეთ თქვენს გინეკოლოგთან.