» » » რა უნდა იდოს მაგიდაზე ახალი წლის ღამეს: 9 შესაფერისი კერძი

რა უნდა იდოს მაგიდაზე ახალი წლის ღამეს: 9 შესაფერისი კერძი

თითქოს გუშინ დავდიოდით საზაფხულო სარაფნებში და მზიანი დღეებით ვტკბებოდით, ახლა კი უკვე დროა, გადავშალოთ რეცეპტების წიგნი და დავამატოთ საახალწლო კერძები. ახლა ჩვენ მოვემზადეთ თოვლისა და დღესასწაულისთვის, ამიტომაც გთავაზობთ საახალწლო კერძების ნაკრებს.



ყვითელი ღორის წელს ნებისმიერი ცხელი კერძით, დასაყოლებლითა და გარნირით შეგიძლიათ შეხვდეთ, რომლებშიც არ შედის ღორის ხორცი. ეს იმას ნიშნავს, რომ საახალწლო მაგიდას მორთავთ ქათმის, იხვის, ძროხისა და თევზის ხორცით. ნახეთ, როგორი მკვეთრი და უჩვეულო კერძები შეგიძლიათ მოამზადოთ ასეთ მასშტაბურ ოჯახურ დღესასწაულზე.

საახალწლო კერძები
  1. ქათმის ბარკლები ცომში


    ჩვეულებრივ ქათმის ბარკალსაც კი სიურპრიზ-კერძად აქცევთ. რა მოუხდება ქათმის ხორცს ანანასზე და ჩირზე უკეთ? ასევე, ცომის ტომრების გავსება შეგიძლიათ კარტოფილის პიურეთი და სოკოთი.

  2. როლი "ფილადელფია"


    მარილიანი წითელი თევზის, კრემ-ყველის და ბრინჯის საუკეთესო შეხამება. შეგიძლიათ, როლს დაუმატოთ კიტრის თხელი ნაჭრები ან ავოკადო. ბრინჯი უფრო გემრიელი იქნება, თუ მას ბრინჯის ძმრის, მარილისა და შაქრის ნაზავით შეაზავებთ.

  3. ძროხის ხორცი ფენოვან ცომში


    ეს, რა თქმა უნდა, საუკეთესო რამააა, რისი მომზადებაც ხორცისგან შეგიძლიათ. ხორცი დაუჯერებლად წვნიანია, ცომი კი გაჟღენთილია სანელებლების არომატით და თავისთავად გემრიელი ხდება.

  4. სალათი სტეიკით


    ახალი წელი - მსუყე ხორცის სალათისთვის ყველაზე შესაფერისი დროა. ასეთი არომატული სანელებლით ნებისმიერი ინგრედიენტი გაჯერდება და გაგემრიელდება.

  5. ბატი ვაშლით


    ამბობენ, რომ იხვის გემრიელად მომზადება ყველას არ შეუძლია, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მთავარია, იპოვოთ იდეალური რეცეპტი. მაშინ ხორცი არავითარ შემთხვევაში არ გამოვა მშრალი ან მაგარი.

  6. სკუმბრია მდოგვ-სოიოს სოუსში


    შესანიშნავი თევზი პიკანტური სოუსით - ნებისმიერი სუფრის არაჩვეულებრივი დანამატი. თავიდან ეს რეცეპტი თავისი სიმარტივით მოგხიბლავთ, შემდეგ კი - თავად კერძი გემოთი.

  7. ვოლოვანი წითელი ხიზილალათი


    რას გავაწყობთ ასეთი დელიკატესის გარეშე? იმისათვის, რომ დასაყოლებელი სადღესაწაულოდ აქციოთ, გთავაზობთ ბუტერბროდების გაუმჯობესებულ ვარიანტს. ასეთი შესანიშნავი კომბინაციის გასინჯვის შემდეგ, თითებს აუცილებლად გაილოკავთ :)

  8. ორაგული თაფლ-მდოგვის სოუსში


    თევზის მოყვარულებს ვთამაზობთ ორაგულის სტეიკს. დაუმატეთ მას ფშვნადი ბრინჯი და ბოსტნეული.

  9. კარტოფილი ნივრის სოუსით

უნივერსალური გარნირის განსაკუთრებული ვარიანტი. ნივრიანი კარტოფილი ნებისმიერი სუფრის სასურველი კერძია. მიართვით ნებისმიერი სოუსით ნებისმიერ ხორციან კერძთან ერთად.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.