ეს, განსაკუთრებით, ეხება საბავშვო ტანსაცმელს. ბავშვები ყოველთვის იპოვიან დასასვრელ მასალას, ბავშვის ტანსაცმლის გათეთრება უხეში ქიმიური საშუალებებით კი უსაფრთხო არაა. როგორ დავუბრუნოთ სითეთრე ნივთებს? დაგეხმარებათ გამოცდილი და მარტივი, ხალხური მეთოდები.
როგორ გავათეთროთ თეთრი ნივთები
გათეთრება ბორის მჟავით
ბორის მჟავას მარტივად იპოვით აფთიაქში. იგი ღრმად აღწევს ქსოვილში და არ ტოვებს ძალიან ძველ ლაქებსაც კი.
აიღეთ
- 20 გ ბორის მჟავა
- 10 ლ წყალი
- 10 ლ წყალს დაუმატეთ 2 პაკეტი(10-10 გრამიანი) ბორის მჟავა.
- კარგად გახსენით, ჩაალბეთ ხსნარში ბინძური ნივთები 2 საათით.
- 2 საათში გარეცხეთ ტანსაცმელი.
აიღეთ
- 200 გ სარეცხი ფხვნილი
- 10 ლ წყალი
- რამდენიმე კრისტალი კალიუმის პერმანგანანტი
- ცხელი წყლით სავსე სათლს დაუმატეთ 200 გ სარეცხი ფხვნილი.
- ცოტაოდენი მანგანანტი გახსენით ჭიქა წყალში. წყალი ოდნავ ვარდისფერი უნდა გამოვიდეს.
- მოურიეთ, სანამ კრისტალები ბოლომდე არ გაიხსნება. არ დაუმატოთ ეს ხსნარი სათლს მაშინვე, რადგან გაუხსნელი კრისტალები ტანსაცმელზე ლაქებს დატოვებს!
- ჩაასხით სითხე სათლში და მოათავსეთ მასში უკვე გარეცხილი თეთრი ნივთები.
- მაქსიმალურად მჭიდროდ დახურეთ სათლი პოლიეთილენით და დაელოდეთ წყლის ბოლომდე გაგრილებას. ამის შემდეგ გაავლეთ ნივთები ძალიან კარგად.