» » უიმედოდ განაცრისფერებული ბიუსჰალტერიც ახალივით გახდება, თუ ამ მარტივ მეთოდს გამოიყენებთ.

უიმედოდ განაცრისფერებული ბიუსჰალტერიც ახალივით გახდება, თუ ამ მარტივ მეთოდს გამოიყენებთ.

თეთრი ქვედა საცვლების კომპლექტი - გარდერობში შეუცვლელი ნივთებია. ყველა ქალს აქვს ფერადი ზედა ან კაბა. ის ნაზად და დახვეწილად გამოიყურება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საცვალი ნამდვილად თეთრია და არა ხშირი რეცხვისგან განაცრისფერებული ან ხშირი ტარებისგან გაყვითლებული. როგორ გავრეცხოთ ნივთები სწორად, რომ ისინი დიდხანს დარჩნენ თეთრი?



"რჩევების" რედაქცია ქვედა საცვლების გასარეცხად რამდენიმე შეუცვლელ ხრიკს გიზიარებთ. საყვარელი ნივთები კვლავ თეთრად გაანათებს!

როგორ გავათეთროთ ბიუსჰალტერი სახლის პირობებში

რა თქმა უნდა, მაღაზიის მათეთრებელი გამოიყენოთ, მაგრამ ისინი ყოველთვის არ მოქმედებს და ფასიც მაღალი აქვს. ჩვენ გთავაზობთ გამოცდილი მეთოდის გამოყენებას, რომელმაც თავისი ეფექტურობა მილიონჯერ დაამტკიცა. ამ მეთოდის გამოყენების დროს უნდა გაითვალისწინოთ, თუ როგორია ქსოვილი, რადგან მეთოდი, რომელიც ბამბის ნივთებს ათეთრებს, სხვა ქსოვილებს უიმედოდ გააფუჭებს. 


ბამბის ნივთების გათეთრება

ქლორი, ლილა და მდუღარე წყალი - ბამბის ნივთების გათეთრების ჯადოსნური კომპლექტია. მეთოდები შეიძლება ცოტა მოძველებული ჩანდეს, მაგრამ ნებისმიერ თანამედროვე მათეთრებელს კონკურენციას გაუწევენ. გახსოვდეთ, ეს მეთოდი მხოლოდ ბამბის ქსოვილისთვის არის განკუთვნილი. 
  1. გამოხარშვა

    ყველაზე ძველი და გამოცდილი მეთოდი ბამბის ქსოვილის ქვედა საცვლების გასათეთრებლად. გამოხარშვა ქვედა საცვლებისგან ნაცრისფერი ფერის, გახუნების და ყვითელი ლაქების მოშორებაში დაგეხმარებათ. თქვენ დაგჭირდებათ ემალის ჭურჭელი და ხის ჯოხი მოსარევად. 

    ქვაბში თეთრი საცვლები ჩაყარეთ, დაასხით წყალი და ნახევარი გახეხილი საოჯახო საპონი დაუმატეთ. საპონის ხსნარი მოათავსეთ, ქვაბი ცეცხლზე შედგით, აადუღეთ 30 წუთით, თან ხის ჯოხით ურიეთ. შემდეგ ცივი წყლით გაავლეთ. თუ ბიუსჰალტერი კარადაში დიდხანს გედოთ და სამწუხაროდ გამოიყურება, შეგიძლიათ წყალი და ამიაკი (2 ს/კ) დაუმატოთ.




  2. მათეთრებელში ჩალბობა

    ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ყველაზე ეფექტური მეთოდი. მისი წყალობით განაცრისფერული, სხვადასხვა ლაქით დალაქავებული ბიუსჰალტერის გათეთრება შეიძლება. ეს ბიუსჰალტერს საწყის ფერს დაუბრუნებს. ეს საშუალება ფრთხილად უნდა გამოიყენოთ, რომ კანზე არ მოგხვდეთ. ასევე მათეთრებელით ბოროტად გამოყენება არ ღირს, რადგან ბამბის ქსოვილის ბოჭკოები უხეშდება. 

    აურიეთ 3 ლ წყალი, 1 ს/კ მათეთრებელი და ამავე რაოდენობის ფხვნილი. მოათავსეთ სარეცხი და ნახევარი საათით დატოვეთ. ამ დროის განმავლობაში ლაქები უნდა ამოვიდეს. შემდეგ კარგად გარეცხეთ ცხელი და ცივი წყლით მონაცვლეობით. 




  3. გამოიყენეთ ლილა

    ლილა შეგიძლიათ ინტერნეტ-მაღაზიებში შეუკვეთოთ, რადგან აფთიაქებში აღარ იყიდება. ის თეთრები ღირს, მაგრამ ეფექტურად ათეთრებს. მისი გამოყენებით შეგიძლიათ ბიუსჰალტერი გაათეთროთ, მოაშოროთ სიყვითლეები. ამასთან ლილას გამოყენება სიყვითლის კვლავ გაჩენას ხელს უშლის. 

    ოთახის ტემპერატურის წყალს ლილა დაუმატეთ (პროპორცია ყუთზე არის მითითებული). კარგად აურიეთ, ნამდვილად კარგად, რადგან ლილას დარჩენილმა რგოლებმა შეიძლება ნივთზე ლურჯი ლაქა დატოვოს. თეთრეული ხსნარში დაალბეთ 20 წუთით, შემდეგ კარგად გარეცხეთ. 




დელიკატური ქსოვილის ქვედა საცვლების გათეთრება

მაქმანის, ატლასის და სინთეტიკის ქსოვილის ქვედა საცვლების გადარჩენაც შეიძლება. მათი გათეთრება გამოხარშვის, დალბობის და მათეთრებლის გამოყენების გარეშე შეიძლება. აფთიაქებსა და მაღაზიებში უამრავი საშუალება იყიდება, რომლებიც თავისი ეფექტურობით გაგაოცებთ. ერთ-ერთი საშუალება თქვენ გამოგადგებათ. 
  1. სოდა

    სოდა ყველა დიასახლისის უნივერსალური დამხმარე საშუალება. იდეალურია რეცხვისთვისაც. სოდით შეგიძლიათ სხვადასხვა ქსოვილის ქვედა საცვლები გაათეთროთ. ამასთან სოდა კარგ დეზინფექციას ჩაუტარებს. ტაშტში 1 ლ წყალი ჩაასხით, დაუმატეთ 2 ს/კ სოდა. საცვლები ამ ხსნარში 2 საათით გააჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით გარეცხეთ. 




  2. წყალბადის ზეჟანგი

    ეს საშუალება საუკეთესოა მაქმანიანი ქვედა საცვლების გასათეთრებლად. ის დელიკატურად მოქმედებს, ამიტომ მაქმანსა და სინთეტიკაზე შეგიძლიათ არ ინერვიულოთ. გახსოვდეთ, რომ სინთეტიკის კომპლექტი ცივ წყალში უნდა დაასვლეოთ, რომ მათ დეფორმაცია არ განიცადონ. 
    დაუმატეთ წყალს წყალბადის ზეჟანგი: 1 ლიტრზე 2 ს/კ უნდა აიღოთ. ხსნარში საცვლები მოათავსეთ, ნახევარი საათით გააჩერეთ, შემდეგ გარეცხეთ. დაუმატეთ 3%-აინი წყალბადის ზეჟანგი. 



  3. ნიშადურის სპირტი

    ნიშადური საცვლებს ყვითელ ძალიან ძველ ლაქებსაც მოაშორებს. ერთადერთი მინუსი - მკვეთრი სუნი, მაგრამ მასთან საცვლების ჩვეულებრივი კონდიციონერი ადვილად დაგეხმარებათ. 
    ერთ ლიტრ წყალში 1 ს/კ ნიშადურის სპირტი გახსენით. დაასველეთ თეთრეული და 10 საათით გააჩერეთ. შემდეგ ცივ წყალში კარგად გარეცხეთ. 





რედაქციის რჩევა

თეთრი ქვედა საცვლები - ძალიან დელიკატური ნივთებია, ამიტომ განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებენ. თეთრი საცვლები სწრაფად ნაცრისფერდება, რაც უსიამოვნოდ გამოიყურება. გათეთრება სიტუაციიდან გამოგიყვანთ, მაგრამ მათი ხშირი გამოყენებით ქსოვილი თხელი ხდება. რადიკალური საშუალება რომ იშვიათად გამოიყენოთ, რამდენიმე მარტივი წესი უნდა გახსოვდეთ. 

პირველ რიგში, თეთრი კომპლექტი სწორად უნდა იხმაროთ. თეთრი ფერის ბიუსჰალტერის ჩაცმა მუქი ფერის ტანსაცმელზე - არა მხოლოდ უგემოვნოა, არამედ ქსოვილისთვის დამღუპველი. ღია ფერის საცვალი მუქი ფერის ტანსაცმელზე უფრო სწრაფად ნაცრისფერდება. 

ყველაზე მთავარი ქვედა საცვლების მოვლის დროს - სწორი რეცხვა არის. არსებობს წესი, რომელიც არ უნდა უგულვებელყოთ. სანამ ქვედა საცვალს სარეცხ მანქანაში უგულოდ შეაგდებთ - წაიკითხეთ. 



ასევე მნიშვნელოვანია ისინი სწორად შეინახოთ. სასურველია ფერადი და თეთრი ქვედა საცვლები ცალ-ცალკე შეინახოთ, ასე მისი სითეთრე დიდხანს შენარჩუნდება. სანამ საცვალს კარადაში შეინახავთ, დარწმუნდით რომ ის კარგად არის გამშრალებული, რადგან სწორედ ნესტის გამო ის ნაცრისფერი ხდება. 

თუ სიყვითლის ან ნაცრისფერი ფერის მოშორება ვერ მოახერხეთ - იმოქმედეთ სწრაფად, აქ სისწრაფე მნიშვნელოვანია! ამ ხრიკებით რეცხვა რთული არ იქნება!

არ დაგავიწყდეთ, ეს სასარგებლო ხრიკები მეგობრებს გაუზიარეთ, ასევე თუ თქვენი მეთოდი გაქვთ, რომელსაც ქვედა საცვლების გასათეთრებლად იყენებთ, კომენტარებში გაგვიზიარეთ!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.