Rchevebi.com-ის რედაქცია წარმოგიდგენთ იდეალურ მათეთრებელ საშუალებად ბლოგერ მარინა ჟუკოვასგან. მან ეს რეცეპტი საკუთარ ტანსაცმელზე გამოსცადა და შედეგით კმაყოფილიც დარჩა. მასთან ერთად ნივთების გათეთრება უკვე სირთულეს აღარ წარმოადგენს.
ამ საშუალების უპირატესობა: საკმაოდ ეკონომიურია და ეფექტურობით არ ჩამოუვარდება ქიმწმენდის შედეგებს.
როგორ გავათეთროთ ნივთები სახლის პირობებში
ინგრედიენტები
- 10 ლ მდუღარე წყალი
- 1 ჭიქა სარეცხი ფხვნილი
- 1 ს.კ. სოდა
- 4 ს.კ. მზესუმზირის ზეთი
- 4 ს.კ. მათეთრებელი
- მოამზადეთ ტანსაცმელი გასარეცხავად. ფერადი ნახატები პრობლემას არ წარმოადგენს.
- ჩაყარეთ ცარიელ, ემალირებულ ქვაბში მითითებული ინგრედიენტები და დაასხით ცხელი წყალი.
- კარგად მოურიეთ ხის ნიჩბით, რათა ყველა კომპონენტი გაიხსნას.
- მოათავსეთ ქვაბში ტანსაცმელი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 20 წუთით.
- გააჩერეთ ნივთები ამავე ქვაბში მთელი ღამით.
- დილით გარეცხეთ ტანსაცმელი სარეცხის მანქანაში.
გათეთრების შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ. ის, რასაც აქამდე ნაყიდი ფხვნილი და მათეთრებელი ვერ უმკლავდებოდა, სოდისა და მზესუმზირის ზეთის მოქმედებით ქრება. ახლა უკვე იცით, რითი გაათეთროთ თეთრი ნივთები სახლის პირობებში.