რჩევების რედაქცია გაგიზიარებთ რამდენიმე ლაიფჰაკს საცვლების რეცხვისთვის. საყვარელი ნივთები ისევ იქათქათებს.
როგორ გავათეთროთ ბიუსტჰალტერი საშინაო პირობებში?
რა თქმა უნდა, ყოველთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ნაყიდი მათეთრებლები, თუმცა ისინი ყოველთვის როდია ეფექტური, არც ფასია დაბალი. ჩვენ გთავაზობთ გამოცდილ ხერხებს, რომლებმაც ეფექტურობა მილიონჯერ დაამტკიცეს. უბრალოდ, ამ მეთოდების გამოყენებისას უნდა გაითვალისწინოთ ქსოვილი, რომლის გარეცხვაც გსურთ.
ბამბის თეთრეულის გათეთრება
ქლორი, მდუღარე და ლილა - ჯადოსნური ნაკრები ბამბის ნივთების გამოსახარშავად. ეს მეთოდები ცოტა მოძველებულია, თუმცა ნებისმიერ თანამედროვე მეთოდზე უფრო ეფექტურია. გახსოვდეთ, ეს მეთოდები მხოლოდ და მხოლოდ ბამბაზე გამოიყენეთ.
- გამოხარშვა
ყველაზე ძველი და ნაცადი მეთოდი ბამბის თეთრეულის გასათეთრებლად - გამოხარშვა მოაშორებს თეთრეულს სინაცრისფრესა და ყვითელ ლაქებს. მეთოდი ცოტა შრომატევადია და შესაბამის ინვენტარსაც მოითხოვს. მაშ ასე, დაგჭირდებათ ემალირებული ჭურჭელი და ხის ნიჩაბი მოსარევად.
დააფინეთ ქვაბის ფსკერს თეთრი ქსოვილი. ჩაასხით წყალი და დაუმატეთ შავი სარეცხი საპნის ნახევარი (დახეხილი). მოათავსეთ ხსნარში კომპლექტი, დადგით ჭურჭელი ცეცხლზე და ადუღეთ დაახლოებით 30 წუთი, ურიეთ ნიჩბით. ამის შემდეგ გაავლეთ ცივი წყლით. თუ ლიფი დიდხანს იდო კარადაში და ძალიან ცუდად გამოიყურება, დაუმატეთ წყალს ნიშადურის სპირტიც (2 ს.კ.). - მათეთრებელში ჩალბობა
ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი გათეთრებისთვის. მისი წყალობით გახუნებული ლიფი ფერს დაიბრუნებს, მოშორდება ოფლისა და სხვა ლაქები. ეს დაგეხმარებათ, დაუბრუნოთ თეთრეულს პირველადი იერი. იმუშავეთ ამ საშუალებასთან ფრთხილად - არ მოგხვდეთ კანზე. ასევე, არ გამოიყენოთ ზედმეტი მათეთრებელი, რადგან ქლორი ათხელებს ქსოვილის ბოჭკოებს.
შეურიეთ 3 ლ წყალი, ს.კ. მათეთრებელი და ამდენივე სარეცხი ფხვნილი. მოათავსეთ თეთრეული მიღებულ ხსნარში და გააჩერეთ 30 წუთით. ამ დროში ლაქები უნდა გაქრეს. ამის შემდეგ გაავლეთ თეთრეული თბილ და ცივ წყალში რიგ-რიგობით. - ლილას გამოყენება
ლილას შეკვეთა შეგიძლიათ ინტერნეტში, რადგან აფთიაქებში ახლა იგი აღარ იყიდება. მისი დახმარებით გაათეთრებთ ლიფებს, მოაშორებთ სიყვითლეს. ამასთან, ლილას გამოყენება ხელს უშლის შემდგომი ლაქების გაჩენასაც.
ოთახის ტემპერატურის წყალს დაუმატეთ ლილა (შეფუთვაზე მითითებული პროპორციით). კარგად მოურიეთ, რადგან დარჩენილი სიმაგრეები ნივთს ცისფერ ლაქებს დაუტოვებს. თეთრეული ჩაალბეთ ხსნარში 20 წუთით, ამის შემდეგ გაავლეთ რამდენჯერმე.
- სოდის გარეშე როგორ უნდა გვეცხოვრა? იგი ნებისმიერი დიასახლისის უნივერსალური დამხმარეა. იდეალურია იგი რეცხვისთვისაც. სოდით გაათეთრებთ თეთრეულს სხვადასხვა ქსოვილისგან. ამასთან, იგი დეზინფექციისთვისაც გამოგადგებათ.
ჩაასხით ვარცლში 1 ლ წყალი, დაუმატეთ 2 ს.კ. სოდა, გააჩერეთ თეთრეული ამ ხსნარში 2 საათით, ამის შემდეგ გაავლეთ თბილ წყალში. - წყალბადის ზეჟანგი
ეს საშუალება იდეალურია მაქმანებიანი თეთრეულისთვის. იგი მოქმედებს დელიკატურად, ამიტომ ნუ იდარდებთ გიპიურეზე თუ სინთეტიკაზე. გახსოვდეთ, რომ სინთეტიკური თეთრეული ცივ წყალში უნდა ჩაალბოთ, დეფორმირების თავიდან ასაცილებლად.
დაუმატეთ წყალს წყალბადის ზეჟნგი: 1 ლ-ზე 2 ს.კ. ხსნარი. მოათავსეთ თეთრეული ხსნარში, გააჩერეთ 30 წუთით და გაავლეთ. დაუმატეთ წყალში მხოლოდ 3%-იანი წყალბადი. - ნიშადურის სპირტი
ნიშადური ამოიყვანს ყვითელ ლაქებს, ძალიან ძველსაც კი. ერთადერთი მინუსია მკვეთრი სუნი, თუმცა მას იდეალურად უმკლავდება თეთრეულის კონდიციონერი.
გახსენით 1 ს.კ. ნიშადური 1 ლ წყალში. ჩაალბეთ თეთრეული და დატოვეთ 10 საათით, ამის შემდეგ კარგად გაავლეთ ცივ წყალში.