» » » განიტვირთეთ დამღლელი დღის შემდეგ. ვარდისა და გვირილის ნარევი აბაზანისთვის გამაახალგზარდავებელი ეფექტით

განიტვირთეთ დამღლელი დღის შემდეგ. ვარდისა და გვირილის ნარევი აბაზანისთვის გამაახალგზარდავებელი ეფექტით

დამღლელი დღის შემდეგ აბაზანა ბალახებისა და სურნელოვანი ეთერზეთების ამ გამაახალგაზრდავებელი ნარევით გაამდიდრეთ. იგი ადუნებს გონებასა და სხეულს. ვარდს მრავალი თერაპიული დანიშნულება აქვს: ამაღლებს განწყობას, აცოცხლებს და ამშვიდებს ორგანიზმს. მისი სურნელი კარგად ერწყმის სამკურნალო გვირილას და ერთად ქმნიან მოტკბო სურნელს, რომელსაც ემოციებზე დამამშვიდებელი და დამაწყნარებელი მოქმედება აქვთ.

ერთი აბაზანისთვის დაგჭირდებათ:

ინგრედიენტები:
  • 1 ს/კ ვარდის გამხმარი ფურცლები
  • 1 ს/კ გვირილის ყვავილები
  • 5 წვეთი ვარდის ეთერზეთი
  • 5 წვეთი სამკურნალო გვირილის ეთერზეთი
  • 1 ს/კ ზღვის მარილი

მომზადების წესი:
ნაყენის მოსამზადებლად ვარდის ფურცლები და გვირილის ყვავილები ჩაიდანში ან შუშის თასში მოათავსეთ და დაასხით 500 მლ ადუღებული წყალი. დააყენეთ 10 წუთით და შემდეგ გადაწურეთ.
პასტისებრი მასის მოსამზადებლად ერთმანეთს შეურიეთ ეთერზეთები და ზღვის მარილი.
მიღებული მასა შეურიეთ ნაყენს და ურიეთ, სანამ კარგად არ გაიხსნება.

გამოყენების წესი:
მომზადებული მასა მაშინვე ჩაასხით აბაზანაში და მიიღეთ აბაზანა.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.