» » » ნუ შეგაშინებთ მასტოპათია, დასახმარებლად მიაშურეთ ხალხურ მედიცინას

ნუ შეგაშინებთ მასტოპათია, დასახმარებლად მიაშურეთ ხალხურ მედიცინას

მასტოპათია ვითარდება ძირითადად 30-50 წლის ასაკში, უმეტეს შემთხვევაში შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციის დარღვევისას. დარღვევა ხშირად დაკავშირებულია სასქესო ორგანოების ანთებით პროცესებთან, ჰორმონული პრეპარატების მიღებასთან, ასევე აბორტებთან. მასტოპათიის დროს ძირითად ჩივილს წარმოადგენს ტკივილი სარძევე ჯირკვლის არეში, გარკვეული ადგილის გამკვრივება, ჯირკვლიდან გამონადენი - ლორწოვანი ან სისხლიან-ლორწოვანი. სარძევე ჯირკვალზე ნებისმიერი ტიპის გამოვლინება, განსაკუთრებით გამკვრივება, სერიოზული მიზეზია ექიმთან კონსულტაციისა.

ხალხური რეცეპტები:
  • ოროვანდის ან ვირისტერფას ფოთლები დაიფინეთ მკერდზე ღამით, დღისით მკერდზე და ძუძუსთავებზე შეიზილეთ ზეთი: 100 გრ აბლაბუდასმაგვარი ოროვანდი დაფქვით ყავის საფქვავში დაასხით 300 მლ რაფინირებული მზესუმზირის ზეთი, დააყენეთ 10 დღე, თბილ ადგილას.

  • წითელი ჭარხალი გახეხეთ, შეურიეთ თაფლი (3:1 თანაფარდობით) მასა გადაიტანეთ კომბოსტოს ფოთოლზე, დაიფინეთ გამკვრივებულ ადგილზე ღამის განმავლობაში, კომბოსტოს ფოთლის გარეშეც შეიძლება, დილით მოიხსენეთ, მოათავსეთ მაცივარში, მკერდი ჩამოიბანეთ, მომდევნო ღამით პროცედურა ისევ გაიმეორეთ. შემდეგ შეისვენეთ, სულ უნდა ჩატარდეს 20 სეანსი. ერთი და იმავე ჭარხლის გამოყენება შესაძლებელია 2-ჯერ.

  • 1 ჩ/კ ქრისტესისხლას დაფქული ფხვნილი გახსენით 2 ჩ/კ გამდნარ კარაქში, შეიზილეთ მტკივნეულ ადგილზე.

  • დიდგულას ნაყოფი გარეცხეთ, მოათავსეთ 3 ლიტრიან ქილაში შაქართან ერთად შრეობრივად, მონაცვლეობით (თითო შრეს სისქე 1-2 სმ უნდა ჰქონდეს) დაახურეთ სახურავი, დადგით ნათელ ადგილზე 3-5 სთ, შემდეგ მოათავსეთ მაცივარში 8 დღე-ღამე. შემდეგ გამოწურეთ, კვლავ მოათავსეთ მაცივარში მიიღება 1 დესერტის კოვზი, წყალთან ერთად, დილით უზმოზე და საღამოს ჭამამდე. 1 სთ-ით ადრე. პარალელურად მკერდზე დაიდეთ გოგრის რბილობი.

  • 3-3 ს/კ გულყვითელას ყვავილი, ოროვანდის ძირები, ვიწრო ფოთლიანი წყალნაწყენის ფოთლები, 2 ს/კ ასკილის ნაყოფი, 1 ს/კ კრაზანა, 1 ს/კ სამკურნალო ბარამბო, 1 ს/კ თავშავა. 2 ს/კ ნაკრებს დაასხით 1/2 ლ მდუღარე წყალი მოათავსეთ წყლის აბაზანაში 15 წთ. დადგით თბილ ადგილას 40 წთ, გაწურეთ. მიიღება 1/2 ჭ 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 20 წთ-ით ადრე, 1 თვის განმავლობაში.

  • მასტოპათიის დროს მთელი წლის განმავლობაში, 2-2 თვის მონაცვლეობით მიიღება 2 ნაკრები, რომელიც ხელს უწყობს ფიბროზული ქსოვილის დარბილებას. (ერთ-ერთი ნაკრების მაგივრად შეიძლება, მზა მედიკამენტის, რომელიც ცნობილია "მასტოდინონის" სახელით, მიღება. ის დამზადებულია ბუნებრივი კომპონენტებით).
    1. 1-1 ს/კ თეთრი ფითრის გამშრალი, დაქუცმაცებული ყლორტები, სვიის გირჩები, გულყვითელას ყვავილი, ფასმანდუკის ბალახი, ქრისტესისხლა, ზღვის კომბოსტო (ლამინარია) 2 ს/კ. ასკილის ნაყოფი, 2 ს/კ დაქუცმაცებული ჩაგა. 1 ს/კ ნაკრები მოხარშეთ 2 ჭ წყალში, დააყენეთ თერმოსში 6 სთ. გაწურეთ მიიღება 2 ს/კ 3-ჯერ დღეში.

    2. 200 გრ თაფლი, 200 მლ ჭარხლის წვენი, 200 მლ სტაფილოს წვენი, 200 მლ შავი ბოლოკის წვენი, 200 გრ არაყი, ნაკრები აურიეთ ხის კოვზით, თაფლის სრულად გახსნამდე მიიღება 2 ს/კ 2-3-ჯერ დღეში, მასა ინახება მაცივარში.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.