» » » ნეიროდერმიტის მკურნალობა გამოცდილი, ხალხური საშუალებებით

ნეიროდერმიტის მკურნალობა გამოცდილი, ხალხური საშუალებებით

ნეიროდერმიტი ანუ ატოპიური დერმატიტი. ვლინდება როგორც წესი ჯერ კიდევ ბავშვთა ასაკში - დაავადება მიეკუთვნება ნეიროდერმატოზების ჯგუფს. რომლის ძირითად მანიშნებლად ითვლება გამონაყარი და კანის შეცვლა - მისი გასქელება. ნეიროდემიტის ძირითად გამომწვევ ფაქტორად მოზრდილებში ითვლება გენეტიკური განწყობა და და ნერვული სისტემის მხრივ დაზიანება.
მკურნალობა: რიგ შემთხვევაში თუ ავადმყოფი გადავა ცხელი და მშრალი კლიმატის პირობებში, შეიძლება ნეიროდერმიტი გაქრეს თავისთავად.

რეცეპტები:
  • მოამზადეთ ნაკრები: სამფერა ია, კოწახურის ფესვი, ფარსმანდუკის ბალახი, ვირისტერფას ფოთლები, ცეცხლეკალას ძირები, ჭარელას ბალახი ყველაფერი აიღეთ 15 გრ, გრაკელას ძირები, ყანის ბირკას ბალახი 50გრ ყველაფერი დაფქვით, შეურიეთ. 1 ს/კ ნარევს დაასხით 300 მლ მდუღარე, ადუღეთ წყლის აბაზანაში 15 წთ, დააყენეთ 1 საათი, გაწურეთ მიიღება 1/2 ჭ 3-ჯერ დღეში.
    შენიშვნა: ნებისმიერი ნაკრების მიღება შეიძლება არაუმეტეს 1 თვისა. შემდეგ იცვლება.

  • აიღეთ 2 ს/კ ღორის ბირკას ბალახის ფოთოლი დაასხით 300 მლ მდუღარე, დააყენეთ 1 ს/თ. გაწურეთ. მიიღება 1/2 ჭ 3-ჯერ დღეში. ამავე მცენარის მიწისზედა ნაწილი შეიძლება წაესვას დაზიანებულ ადგილას.

  • წასასმელად ასევე გამოიყენება ნიახურის ფესვების და მზესუმზირის ან ატმის ზეთის შედედებული ნახარში 1:3 თანაფარდობით.

  • ჟოლოს და ჭინჭრის ფოთლების ნაყენის (1:1 თანაფარდობით) საფენი ედება 3-4 საათის განმავლობაში 2-ჯერ დღეში.

  • მარწყვის ფოთლების ნაყენი გამოიყენება საფენებად და აბაზანაში ჩასამატებლად.

  • აიღეთ 1 ჩ/კ დაფქული ოროვანდის ფესვები 1 ჭ წყალი ადუღეთ 10 წთ. დააყენეთ 1 სთ, გაწურეთ. მიიღება 2/3 ჭიქა 3-ჯერ დღეში.

  • ნეიროდერმიტის მკურნალობაში სასარგებლოა მალამოები გულყვითელას, ევკალიპტის, კატაბალახას, შროშანის, მრავალძარღვას შემადგენლობით. მალამოს ამზადებენ 1:4 თანაფარდობით უმარილო ღორის ქონზე ან ლანოლინზე.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.