» » » მასტიტის მკურნალობაში ხალხური მედიცინა დაგვეხმარება

მასტიტის მკურნალობაში ხალხური მედიცინა დაგვეხმარება

მასტიტი არის სარძევე ჯირკვლების ანთება. ხშირ შემთხვევაში დაავადება უჩნდება ძუძუთი მკვებავ დედებს, ინფექცია, ძუძუზე პატარა ნაკაწრებიდან ხვდება სარძევე ჯირკვლებში.
სიმპტომები: ტკივილი მკერდში, განსაკუთრებით კვების დროს, სიცხის აწევა, მკერდის გაწითლება.

ამ დაავადების მკურნალობაში მოგვეხმარება ხალხური მედიცინა:

რეცეპტი 1
მოვამზადოთ ნარევი: 1 ნაწილი კაკლის ფოთოლი, 2 ნაწილი სალბი და 2 ნაწილი სვიის ნაყოფი. 1 სუფრის კოვზი ნარევს დავასხათ 2 ჭიქა მდუღარე წყალი და დავაყენოთ 1 საათით.
გავფილტროთ, მივიღოთ დღეში 3-4-ჯერ, 0,5 ჭიქა ჭამის 1 საათის შემდეგ.

რეცეპტი 2
მკერდზე დავიდოთ ოროვანდის ახალმოკრეფილი ფოთლები და ვირისტერფას ფოთლები, ოღონდ მდუღარე წყალი უნდა გადავავლოთ.

რეცეპტი 3
ღუმელში გამოვაცხოთ ხახვის თავი, დავჭყლიტოთ სანამ ფაფისმაგვარი მასა არ დაგვრჩება და შევურიოთ თაფლს, პროპორციით 2:1.
მიღებული მას დავიდოთ მკერდზე 3-4 საათით, 2-3-ჯერ დღეში.

რეცეპტი 4
მტკივნეულ ადგილას დავიდოთ ჩაის სოკოს ნაწილი, ზემოდან დავადოთ დოლბანდი, ზემოდან კი კიდევ, ქაღალდი დავადოთ.
არ გამოიყენოთ პოლიეთილენი, რადგან მტკივნეულ ადგილს ჰაერი უნდა მიეწოდებოდეს. ეს პროცედურა უნდა ჩავიტაროთ ძილის წინ 5-7 დღე.

რეცეპტი 5
გავაკეთოთ ჩაი შემდეგი მეთოდით: თანაბარი ნაწილებით შევურიოთ ფარსმანდუკის, თავშავას, მრავალძარღვას, შავბალახას, კორობელას ბალახები.დავლიოთ დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ 1/2 ჭიქა.

რეცეპტი 6
1/2 ჭიქა კარტოფილის კრახმალი შევურიოთ 1/2 ჭიქა მზესუმზირას ზეთს. მიღებული მასა ჩავდოთ მარლაში და დავიბათ მკერდზე 1 საათით.

რეცეპტი 7
შევურიოთ ქატო, რძე და ერბო, ისე რომ გამოვიდეს რბილი ცომი, დავტოვოთ ღამით, დილით კი დავიდოთ მტკივნეულ ადგილას. რამდენიმე პროცედურა ჩავიტაროთ.

რეცეპტი 8
მკერდზე დავიდოთ ახალმოწყვეტილი კომბოსტოს ფოთოლი.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.