სადილის დროსთან ახლოს თქვენ უფრო იგრძნობთ შიმშილს. როგორც წესი ეს 11-12 საათია, როდესაც ჩვენს ორგანიზმში იწყებენ აქტიურობას საკვების მომნელებელი ფერმენტები. დღის ამ მონაკვეთში ყველაზე უპრიანია სახამებლის შემცველი საკვები, (სალათები, ფაფები, ბურღული). ასეთი საკვები თქვენს ორგანიზმს მალე მისცემს ენერგიის აუცილებელ რაოდენობას.
შემდეგი პერიოდია 15 საათის შემდეგ და გრძელდება 17 სთ-მდე. ამ დროს კარგია ცილოვანი საკვების მიღება, რომელიც ნელა იხლიჩება და დიდხანს მოძრაობს ნაწლავებში (8-12 სთ-ის განმავლობაში). მომდევნო დღის დილამდე ეს ცილები შეძლებენ მთლიანად გახლეჩვას და საკმაო რაოდენობის ენერგიის მიცემას.
კიდევ ერთი აუცილებელი წესი კვებისათვის - არასდროს ჭამოთ "სათადარიგოდ" ,რომ არ გამოიწვიოთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ლპობის პროცესები.
სითხე უნდა მიიღოთ აუცილებლად ჭამამდე. ეს ძნელად მისაჩვევია, მაგრამ რეალური. საკვებზე დაყოლებული წყალით, კუჭის წვენი, რომლის მოვალეობაა კუჭში მოხვედრილი საკვების გადამუშავება, ხდება წყალნარევი გაზავებული, ამიტომ საჭირო ხდება მისი მეტი რაოდეონობა, რომ გადაამუშაოს საკვები. ეს უმოკლესი გზაა იმისათვის, რომ გაჩნდეს გასტრიტი ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის უფრო დიდი პრობლემები. ამასთან დაკავშირებით სითხის მიღება საჭიროა შევწყვიტოთ, როგორც მინიმუმი, ჭამამდე 20 წუთით ადრე.
17 საათის შემდეგ სასურველია არ გამოვიყენოთ ცილოვანი და სახამებლიანი საკვები, რომ არ გადავტვირთოთ მუშაობით მთელი კუჭ-ნაწლავის ტრაქტი. კარგია თუ დავლევთ ჭიქა ხილის წვენს, იოგურტს, კეფირს, ჩირის კომპოტს ან ფინჯან ბალახის ჩაის.
ჯანმრთელობისათვის სასარგებლო 20 პროდუქტი
- ცივი წყალი. როგორ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს, მაგრამ თქვენ გჭირდებათ, რომ ყოველთვის ახლოს გქონდეთ სურა ცივი წყლით.
- რძე. თქვენს მაცივარში ყოველთვის უნდა იყოს ახალი უცხიმო რძე. ასეთ რძეზე მომზადებული კერძები მარცვლეულით ან ბურღულეულით იქნება საუკეთესო საუზმე, რომელიც მთელი დღით აგავსებთ ენერგიით.
- ხილი. დაე თქვენს სახლში ყოველთვის იყოს ახალი ხილი. მათგან შეიძლება მომზადდეს უგემრიელესი სნეკი, უკეთესია თუ მათ მივიღებთ კარტოფილის ჩიფსებთან ნაცვლად.
- სტაფილო. ის ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია ყველანაირი კერძის მოსამზადებლად. დიდი რაოდენობით სასარგებლო ვიტამინები და მიკროელემენტები, რომლებსაც შეიცავს სტაფილო - აი ნამდვილად რა სჭირდება თქვენს ორგანიზმს ჯანმრთელობისათვის.
- არაქისის კარაქი. წარმოადგენს ცილების საუკეთესო წყაროს. გამოიყენეთ იგი ბუტერბროდებისათვის საუზმეზე კარაქის ნაცვლად. არ იღელვოთ იმაზე, რომ ზედმეტ წონას აკრიფავთ.
- კვერცხი. კვერცხი დაგჭირდებათ სხვადასხვა კერძის მოსამზადებლად. აგრეთვე კვერცხი წარმოადგენს ცილების საუკეთესო მომწოდებელს.
- იოგურტი. ეს საუკეთესო პროდუქტია ზაფხულის ცხელ დღეებში. თუ გამოვიჩენთ ფანტაზიას, მისგან შეიძლება მომზადდეს სხვადასხვა სასმელი.
- მცენარეული ზეთი. იგი ფრიად უხდება ყველანაირ სალათებს. თუ კი მოგინდებათ მიირთვათ შემწვარი კვერცხი, გირჩევთ მოამზადოთ იგი მცენარეული ზეთზე.
- ლიმონი. მის გარეშე გაგიჭირდებათ თუკი ხართ ზღვის პროდუქტების მოყვარული. აგრეთვე ჭიქა ლიმნის ცივი წვენი დროული იქნება მძიმე სამუშაო დღის შემდეგ.
- მაიონეზი. იგი არ უნდა გამოვიყენოთ საკვებში ყოველ დღე. მაგრამ ეს არ ეხება თინუსის კერძებს და სალათებს, რომელთათვის მაიონეზი საუკეთესო დანამატია. ასვეე იგი უხდება ქათმის მჭლე ხორცს. მაიონეზის ყიდვისას უნდა დარწმუნდეთ, რომ იგი არ არის ცხიმიანი. გამოიყენეთ მხოლოდ პატარა ულუფებით.
- მდოგვი. ეს მაიონეზის საუკეთესო შემცვლელია ბუტერბროდების დასამზადებლად. იგი კარგად ებრძვის ზედმეტ ცხიმებს თქვენს ორგანიზმში.
- ყველი. ეს ის პროდუქტია, რომელიც ყველა ოჯახში უნდა იყოს. იგი უნდა მივირთვათ გონივრული რაოდენობით. ყველი უგემურ კერძებს კარგ გემოს და სასიამოვნო არომატს აძლევს.
- სასმელები. მათ გარეშე წარმოუდგენელია თითოეული ჩვენთაგანის ჯანმრთელი და სრულყოფილი ცხოვრება. დაე, ჩვენს სახლში ყოველთვის იყოს ხილის და ბოსტნეულის წვენები, წითელი ღვინო და ახალი ლუდი. წვენები უნდა იყოს ვიტამინების და მიკროელემენტების ყოველდღიური წყარო ყველასათვის. ღვინო და ლუდი მიირთვით დღესასწაულებზე.
- ახალი კოჭა (ჯანჯაფილი). ის ყველა ოჯახში გამოსაყენებელია. შეინახეთ მშრალ, გრილ ადგილას, იმ პროდუქტებისგან მოშორებით, რომელთაც შეუძლიათ მისი სუნის აღება. მაგალითად ჩაი.
- პური. ეს არის ყოველდღიური საკვები. საუკეთესოა მსხვილად დაფქვილი მარცვლისგან დამზადებული შავი პური. შავი პურის გემრიელი ბუტერბროდები ნატურალური უჯრედისის კარგი წყაროა თქვენი ორგანიზმისთვის. კარგია თუ იყიდით ადგილობრივი წარმოების პურს და არა შემოტანილს.
- დაკონსერვებული ბოსტნეული და ხილი. რა თქმა უნდა უპირატესობა ენიჭებათ ცოცხალ ხილს და ბოსტნეულს, მაგრამ დაკონსერვებულსაც აქვს თავისი ადგილი: ისინი გამოსაყენებელია ზამთრის და გაზაფხულის პერიოდში. კონსერვების ყიდვისას მიაქციეთ ყურადღება გამოშვების თარიღს და შემადგენლობას.
- მაკარონი. თუ თქვენ არ გყოფნით დრო, რომ ისაუზმოთ, ისადილოთ ან ივახშმოთ, მაკარონის პატარა ულუფა ამ შემთხვევაში დროული იქნება. მაკარონის მომზადება სწრაფად და მარტივად შეიძლება.
- ბრინჯი. მისთვის მართებულია ყველაფერი რაც ითქვა მაკარონზე.
- სანელებლები და სურნელოვანი ბალახები. ისინი ყოველთვის ახლოს უნდა გქონდეთ, რადგან თქვენი კერძების განუყოფელ ნაწილს შეადგენენ. სანელებლების და სუნელებისთვის გამოყავით ცალკე თარო ან უჯრა. ყიდვისას ყურადღება მიაქციეთ დამზადების თარიღს. უკეთესია თუ იყიდით წონით, როგორც წესი ისინი უფრო ახალია.
- მარცვლეულისგან მომზადებული კერძები. მათში არის ყველა საჭირო ნივთიერება, რაც ჩვენს ორგანიზმს სჭირდება. როცა არ გყოფნით დრო მოამზადოთ კერძი, შვრიის ან წიწიბურას ფაფა ძალიან დროული იქნება. თუ მარცვლეულს ხშირად ჩართავთ თქვენს რაციონში, მაშინ საგრძნობლად შემაცირებთ კვების მომნელებელი და გულ-სისხლძარღვთა სისტემების დაავადებების განვითარების რისკს.