» » 10 მიზეზი იმისა, თუ რატომ არ უნდა მისცეთ ბავშვებს გაჯეტები 12 წლამდე

10 მიზეზი იმისა, თუ რატომ არ უნდა მისცეთ ბავშვებს გაჯეტები 12 წლამდე

კომპიუტერული ტექნოლოგიების საუკუნეში ბავშვების მანია გაჯეტების მიმართ ისე მწვავედ დადგა, როგორც არასდროს. ბევრი, ალბათ, არაერთხელ შეხვედრია სურათს, როდესაც მშობლები პატარა ბავშვს მობილურს აძლევენ, ოღონდაც "თავიდან მოიშორონ": "აჰა შენ მულტფილმები და თავი დამანებე!" - გეცნობათ, არა?



ბავშვები ყველაფერს სწრაფად ეჩვევიან. სანამ გაჯეტი ხელში უჭირავთ, ხმასაც არ გაიღებენ, როგორც კი წაართმევთ - ყვირიან. შემდეგ მშობლებს უკვირთ, ბავშვებთან რატომ ვერ პოულობენ საერთო ენას და რატომ არ გამოსდით ურთიერთობა რეალურ ცხოვრებაში.

მოწყობილობებზე დამოკიდებულება
ურთიეირთობის უნარები ჩვენში ადრეული ბავშვობიდანვე იწყება. პედიატრების აზრით, 0-3 წლის ასაკი ყველაზე მნიშვნელოვანია მხედველობის, სამეტყველო აპარატისა და პატარების ლექსიკური მარაგის განვითარებისთვის. 3 წლამდე ბავშვებთან აუცილებელია საუბარი და არა სმარტფონებში მულტფილმების ჩართვა.
მობილურ მოწყობილობებში წარმოუდგენლად გაიზარდა ხელმისაწვდომობა პატარა ბავშვებისთვის. ამიტომ პედიატრი კრის როუენი დაჟინებით გვთხოვს, რომ ავუკრძალოთ ბავშვებს მოწყობილობების გამოყენება 12 წლამდე. ამ გადაწყვეტილების მიღებაში შემდეგი 10 მიზეზი დაგეხმარებათ:
  1. მოწყობილობებზე დამოკიდებულება
    რაც უფრო მეტს ამოწმებენ მშობლები ფოსტას თუ სოც.ქსელებს, მით უფრო შორდებიან ბავშვებს. ზრდასრულებისგან ყურადღების უკმარისობა, ხშირად, კომპენსირდება მოწყობილობებითა და ციფრული ტექნოლოგიებით.
    ცალკეულ შემთხვევებში, ბავშვი თვითონ ხდება დამოკიდებული პორტატულ მოწყობილობებზე, ინტერნეტსა და ტელევიზორზე. დღეისათვის ბავშვების მოწყობილობებზე დამოკიდებულებას უკვე ეპიდემიის სახე აქვს. ყოველი მეთერთმეტე ბავშვი 8-18 წლის ასაკში "ციფრული ნარკომანია".


  2. მავნე გამოსხივება
    2011 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და კიბოს შესწავლის საერთაშორისო სააგენტომ დაახარისხეს ფიჭური ტელეფონებისა და სხვა უსადენო მოწყობილობების რადიოგამოსხივება, როგორც პოტენციური კანცეროგენი და მიაკუთვნეს ჯგუფ 2B-ს.
    თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ბავშვები უფრო მგრძნობიარენი არიან ნეგატიური ზემოქმედებების მიმართ, ვინაიდან მათი ტვინი და იმუნური სისტემა ჯერ კიდევ ვითარდება.


  3. გავლენა ტვინის განვითარებაზე
    ახალშობილის ტვინი სამჯერ იზრდება ზომაში დაბადებიდან 2 წლამდე და აგრძელებს ზრდას 21 წლამდე. ტვინის განვითარება ადრეულ ასაკში განსაზღვრულია გარემო-სამყაროში გამღიზიანებლების არსებობა/არარსებობით.
    ტვინის სტიმულაცია გაჯეტების ზემოქმედებით, როგორც კვლევები აჩვენებს, სრულდება კოგნიტური შეფერხებებით, მომატებული იმპულსურობით, თვითრეგულაციისა და თვითდისციპლინის უნარის დაქვეითებით.


  4. ჩამორჩენა განვითარებაში
    ტელეფონთან ან პლანშეტთან ჯდომა, ესეიგი მოძრაობის უკმარისობა გამოიწვევს ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას. ეს პრობლემა უკვე შესამჩნევია აშშ-ში, სადაც სასკოლო ასაკის ყოველ მესამე ბავშვს აღენიშნება ჩამორჩენა განვითარებაში, რაც მკვეთრად აისახება მათ მოსწრებაზე.
    ფიზიკური აქტივობა, თავის მხრივ, აუმჯობესებს ყურადღებასა და ახალის აღქმა-ათვისების უნარს. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ელექტრონული ტექნიკის გამოყენება ხელს უშლის ბავშვის განვითარებას და უარყოფითად მოქმედებს მის დასწავლის უნარზე.


  5. სიმსუქნე
    ტელევიზორთან ან კომპიუტერთან დიდხანს ჯდომა პირდაპირ კავშირშია ჭარბი წონის ეპიდემიასთან. იმ ბავშვებს შორის, რომლებიც უკონტროლოდ და მუდმივად იყენებენ ელექტრონულ პორტატულ მოწყობილობებს, სიმსუქნე 30%-ით უფრო ხშირად გვხვდება.
    ყოველი მეოთხე ახალგაზრდა კანადელი და ყოველი მესამე ამერიკელი მოზარდი სიმსუქნითაა დაავადებული, ამასთან, ამ შემთხვევათა 30%-ში დიაგნოზად დიაბეტი დაისვა.


  6. ძილის პრობლემები
    აშშ-ს სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ მშობელთა 60% საერთოდ არ აკონტროლებს, რამდენად მჭიდროდაა მათი შვილი დამოკიდებული ყოვლისშემძლე მოწყობილობებზე, ოთხი ოჯახიდან სამში კი ბავშვებს ნებას რთავენ, ელექტრონული მოწყობილობები საწოლშიც კი თან ჰქონდეთ.
    ტელეფონის, პლანშეტის თუ ნოუთბუქის ცისფერი გამოსხივება ხელს უშლის ნორმალურ ძილს, რაც უძილობას იწვევს, შესაბამისად, ეს პატარა ორგანიზმზე ძალიან ცუდად აისახება!


  7. ფსიქიკური დარღვევები
    ინტერნეტ-დამოკიდებულება, ხშირად, ჩაკეტილობასა და ფობიების გაჩენას იწვევს. ამ სიას ავსებს ბიპოლარული დარღვევები, ფსიქოზი, ქცევითი გადახრები, აუტიზმი და მიკედლების დარღვევა (ანუ მშობლებთან მჭიდრო ემოციური კონტაქტის დარღვევა).
    ექვსიდან ერთ კანადელ ბავშვს აქვს გარკვეული ფსიქიკური დარღვევა, რაც, ხშირად, იკურნება მხოლოდ მძლავრი ფსიქოთერაპევტული პრეპარატებით.


  8. აგრესიულობა
    ტელევიზიაში არსებული სისასტიკე, კომპიუტერულ თამაშებში გამოჩენილი აგრესიულობა ასახვას ჰპოვებს რეალურ ცხოვრებაშიც. ბავშვი ქცევის მზა სქემას იღებს, რომლის რეალიზებასაც მის ირგვლივ არსებულ სამყაროში ახდენს. ამასთან, ეკრანებზე არსებულ ძალადობას როგორც ხანმოკლე, ისე ხანგრძლივი ეფექტიც შეიძლება ჰქონდეს - აგრესია მაშინვე არ იჩენს თავს.


  9. ციფრული დემენცია
    მეცნიერული დაკვირვებებით დამტკიცდა, რომ მოწყობილობების ზემოქმედება ბავშვებზე 1-3 წლის ასაკში იწვევს ყურადღების კონცენტრაციის პრობლემებს 7 წლისთვის. ბავშვები, რომლებიც ვერ ახერხებენ კონცენტრირებას, უბრალოდ კარგავენ რამის შესწავლის ან დამახსოვრების უნარს.
  10. რეალობისგან დაშორება
    ბავშვების მიერ ელექტრონული ტექნოლოგიების ზედმეტად გამოყენება არამხოლოდ მათ ფსიქიკასა და ემპათიის უნარზე მოქმედებს, არამედ უფრო მგრძნობიარესაც ხდის რეალური ცხოვრების პირობების მიმართ, რომლებსაც ისინი, დიდი ალბათობით, არც იცნობენ.
    ანუ დრო, რომელსაც ვირტუალურ სამყაროში ატარებენ, ხშირად, ვერ ასწავლის მათ ვერაფერს სასარგებლოს, ხოლო ელექტრონული მოწყობილობების ცოდნა სამომავლოდ მათ წარმატებას ვერ უზრუნველყოფს, რადგან ტექნოლოგიები მუდმივად სრულიყოფა, მათი დევნა კი სულ უფრო რთულია.


მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.