» » "3 წუთის წესი" ყველა მშობელმა გამონაკლისის გარეშე უნდა შეასრულოს

"3 წუთის წესი" ყველა მშობელმა გამონაკლისის გარეშე უნდა შეასრულოს

მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთგაგების უფსკრული ადრე თუ გვიან წარმოიქმნება. ყველაზე ხშირად მაშინ, როცა ბავშვი მოზარდობის ასაკში შედის. სწორედ მაშინ ამ უფსკრულებზე ხიდების გაშენება უნდა ისწავლოთ, რომ ერთმანეთის გაიგოთ. 

ფსიქოლოგი ნატალი სიროტიჩი, ბავშვებთან და ახალგაზრდებთან ურთიერთობის ცენტრის "კარიტას-კიევი" ხელმძღვანელი გვიზიარებს მარტივ, მაგრამ მოქმედ მეთოდს, რომელიც ახლობელ ადამიანებს საერთო ენის გამონახვასა და ურთიერთობის დალაგებაში ეხმარება. მას "3 წუთის წესი" ეწოდება. 

მშობლების შვილებთან ურთიერთობა

"3 წუთის წესი" იმაში მდგომარეობს რომ ყოველთვის შეხვდეთ ბავშვს ისეთი დიდი სიხარულით, ინტერესით და აღფრთოვანებით, როგორც დიდი ხნის უნახავ მეგობარს შეხვდებოდი. 

და მნიშვნელობა არ აქვს, მაღაზიიდან დაბრუნდით, სადაც პურისთვის გადაირბინეთ თუ სახლში სამუშაო დღის შემდეგ დაბრუნდით, მაინც უნდა გააკეთოთ. ჩვეულებრივი, ყველაფერი რისი გაზიარებაც ბავშვს სურს, შეხვედრის პირველ წუთში ამხელს. მნიშვნელოვანია ეს დრო ხელიდან არ გაუშვათ. 



არიან მშობლები, რომლებიც ინტუიციურად ასრულებენ "სამი წუთის წესს". მაგ., ბავშვის სკოლიდან გამოყვანისას, ისინი თვალის დონეზე ჩადიან, ეხვევიან და ეუბნებიან, რომ მოენატრათ. მაშინ როცა ზოგიერთი უბრალოდ ხელს ჩაკიდებს სიტყვებით "მოდი, წავიდეთ" და პარალელურად მობილურზე საუბარი აგრძელებს. უკანასკნელ შემთხვევაში უფროსების ბავშვებთან ურთიერთობა არ ხდება.



სახლში მოსვლისას, პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ ბავშვს. ფეხსაცმელი გაიხადეთ, მასთან მიდით, მის გვერდით დაჯექით. თქვენ რამდენიმე წუთი გაქვთ, რომ განვლილი დროის შესახებ გამოჰკითხოთ და მოუსმინოთ. 

შემდეგ უკვე შეგიძლიათ წახვიდეთ და სიახლეებს მოუსმინეთ. მაგრამ, თუ პირველ რამდენიმე წუთს ბავშვს არ დაუთმობთ, ის მთელი საღამო შენს სიახლოვეს იტრიალებს და ყურადღებას მოითხოვს. აუცილებელია ბავშვთან ურთიერთობის ეს ნიუანსები გაითვალისწინოთ. 



მნიშვნელოვანია არა ჯამში ერთად გატარებული დრო, არამედ ხარისხი. რამდენიმე წუთი სულიერი საუბარი ბავშვისთვის უფრო ბევრს ნიშნავს, ვიდრე მთელი დღე ერთად გატარებული, რომლის დროსაც შენ არ მონაწილეობ, ფიზიკურად ახლოს ხართ, ფიქრებით კი საკუთარ თავში. 

სტატისტიკა ამბობს, რომ თანამედროვე მშობელი ბავშვთან ურთიერთობისთვის დღეში საშუალოდ ნახევარ საათს გამოყოფს. ეს საკმაოდ ცუდი მაჩვენებელი არაა. მთავარია ეს საათი ემოციურად დატვირთოთ. 



მშობლების ზედმეტი ზრუნვა და ფორიაქი ბავშვებს ბედნიერს ნამდვილად ვერ გახდის. მშობლები თვლიან, რომ საქმეებით მუდმივად დაკავებული შვილებისა და მათი კეთილდღეობისთვის არიან, მაგრამ შვილისთვის უფრო მნიშვნელოვანია ცოცხალი საუბარი, ვიდრე ცხოვრებისეული მაგალითი. 

მშობლებისა და შვილებისთვის სიტყვათშეთანხმება "დრო ერთად" ხშირად სხვადასხვა ნიშნავს. უფროსებისთვის საკმარისია, რომ ბავშვები უფრო მის გვერდით იყვნენ, როცა ისინი სახლის საქმეებს აკეთებენ ან მაღაზიაში მიდიან. 

აი ბავშვებისთვის "დრო ერთად" - ეს თვალში ჩახედვა, როცა მშობელი გვერდით ჯდება, მობილურ ტელეფონს გვერდზე დებს, თავის ათასობით პრობლემაზე ფიქრს წყვეტს და საუბრის დროს არაფერზე არ ფიქრობს. მაშინ ისინი გრძნობენ თავს განსაკუთრებულად, მნიშვნელოვნად, საჭიროდ, საყვარლად. ბავშვი არ გენდობათ, თუ იფიქრებს რომ ის პრიორიტეტში არაა. 



მშობლებს ყოველთვის არ აქვთ დრო არა მხოლოდ ესაუბრონ, არამედ ითამაშონ ბავშვებთან და როცა ეს შანსი უჩნდებათ, მნიშვნელოვანია გააკეთოთ მხოლოდ ის, რაც ბავშვებს სურთ. ზედმეტია - თქვენი ვარიანტი შესთავაზოთ. 

დრო სწრაფად გადის, თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებთ თქვენი ქალიშვილები და ვაჟიშვილები ისე სწრაფად გაიზრდებიან. სწორედ ამიტომ არ დაკარგოთ არცერთი წუთი და ნდობაზე დამყარებული ურთიერთობის აწყობა ახლავე დაიწყეთ. დაე "სამი წუთის წესი" ამაში დაგეხმაროთ. ეს სტატია მეგობრებს გაუზიარეთ!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.