» » » 1 ს.კ. ფოთლები 1 ჭიქა მდუღარეზე: რეჰანის სამკურნალო ჩაის წინაშე დაავადებები ქედს იხრიან

1 ს.კ. ფოთლები 1 ჭიქა მდუღარეზე: რეჰანის სამკურნალო ჩაის წინაშე დაავადებები ქედს იხრიან

ზაფხულის დასასრულიდან შემოდგომის დასაწყისამდე პერიოდი სეზონური ბალახებისა და ბოსტნეულის დროა. ბევრს უყვარს მცენარე რეჰანი გაჯერებული არომატისა და მოტკბო-მომწარო გემოთი. იგი ბევრს მოჰყავს აგარაკებზე, ოხრახუშსა და კამასთან ერთად.
მცენარის მეორე სახელწოდება - ბაზილიკი - ბერძნული basileus-ისგან მომდინარეობს, რაც "მეფეს" ნიშნავს. მაშინვე მიხვდებით, რამდენად პატივს სცემდნენ ჩვენი წინაპრები ამ არომატულ მცენარეს!


ბაზილიკის სასარგებლო თვისებები
ინდოეთში რეჰანი სტუმართმოყვარეობასთანაა გაიგივებული, იტალიაში კი მას იყენებდნენ, როგორც "სიყვარულის ბალახს". ბაზილიკი მდიდარია ბიოფლავანოიდებით - სპეციალური ორგანული ნაერთებით, რომლებიც ასტაბილურებს ქრომოსომათა სტრუქტურას უჯრედებში და არ აძლევს განადგურების საშუალებას. ამრიგად, უჯრედის გენეტიკური მასალა ხდება რეზისტენტული კიბოს მიმართ.

რეჰანისთვის დამახასიათებელი არომატი ეთერზეთების მაღალი შემცველობითაა გამოწვეული, რომლებსაც ძლიერი ბაქტერიციდული მოქმედება ახასიათებს. ისინი ანადგურებს ლპობის გამომწვევ ჩხირს, სტაფილოკოკსა და ენტეროკოკულ ინფეწციებს.


ბაზილიკის გამოყენება ხალხურ მედიცინაში
  1. თვალებისა და ყურების ანთების დროს
    თვალის დაავადებების სამკურნალოდ(კონიუქტივიტი, კატარაქტა, გლაუკომა) მიიღებენ 1 ს.კ. მშრალი ბაზილიკის ბალახს ერთ ჭიქა მდუღარეზე. გაგრილებული საშუალებით თვალს დღეში რამდენჯერმე ივლებენ.
    ბაზილიკის ნახარში ხსნის ტკივილებს ოტიტის დროს: 2 ს.კ. ბალახი მოხარშეთ 0.5 ლ წყალში და აადუღეთ ნელ ცეცხლზე, შემდეგ გააჩერეთ 10 წუთით. კომპრესი უნდა დაიდოთ გავრცელებული გზით ყოველდღე, სანამ ყური გეტკინებათ. გარდა ამისა, გამოიყენეთ ბაზილიკის ეთერზეთი(შეათბეთ და ჩაიწვეთეთ 1-2 წვეთი).


  2. ნერვული დაძაბულობის, სახსრების, თავის ტკივილების დროს
    თუ მუდმივი დაღლილობის, უძლურობის, გაღიზიანებადობის, აპათიის დაძლევა გსურთ, დაიწყეთ ბაზილიკის მიღება ჩაის სახით. უბრალოდ მოხარშეთ ბალახი ჭიქა მდუღარესი და გააჩერეთ 15-20 წუთით. მიირთვით სასმელი ლიმონის ნაჭერთან, შაქართან ან თაფლთან ერთად დღეში ორჯერ და მალე ძალების მოზღვავებასაც იგრძნობთ.
    ასეთი ჩაი ხსნის თავისა და კუნთის ტკივილებს, რომლებიც დაძაბულობითაა გამოწვეული. ტკივილი გაივლის, თუ რამდენიმე სუფთა ფოთოლ რეჰანს დაღეჭავთ ან მისი ეთერზეთით დაიზელთ საფეთქლებს. მცენარე დაგეხმარებათ სტრესთან გამკლავებაში, ნერვული სისტემის გაძლიერებაში, აუმჯობესებს ჯანმრთელობას და ზრდის შრომისუნარიანობას.


  3. პირის ღრუს ანთების, ყელისა და კბილის ტკივილის დროს
    ამ ნატურალურ წმალას შეუძლია იმ მიკრობების 99%-მდე განადგურება, რომლებიც თქვენს პირის ღრუშია, ისე, რომ თქვენ ზიანს არ გაყენებთ. თუ ლოყებზე, ენასა და ღრძილებზე ჭრილობები გაქვთ, ბაზილიკი მათ შეხორცებაში დაგეხმარებათ. ამიტომ, კარგად გამოივლეთ პირი ბაზილიკის ნახარშით ან დაღეჭეთ ახალი ფოთლები სტომატიტისა და ანგინის დროს.
    კარიესისა და კბილის ქვის, კბილის ტკივილების დროს დაღეჭეთ რამდენიმე ფოთოლი რეჰანი და გაიჩერეთ მტკივან კბილზე.


  4. გულისრევის, გულძმარვის, მოწამლვის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს
    ბაზილიკის ნახარში აქრობს გულისრევის შეგრძნებას. თუ რამე გაფუჭებული შეჭამეთ, ბაზილიკის ფოთლების მირთმევა თავიდან აგაცილებთ მოწამლვას. ამიტომ, შეურიეთ კერძებს რეჰანი, განსაკუთრებით, ხორციან კერძებს. ეს სანელებელი ასტიმულირებს საჭმლის მონელებას და საკვები ელემენტების ათვისებას.
    რეჰანის ფოთლები აუმჯობესებს ნაწლავების მიკროფლორას, მისი ნახარშები და ნაყენები კი ხსნის შებერილობას, გაზებსა და სპაზმებს, მათ იღებენ კოლიტისა და გასტრიტის დროს.


  5. თმისა და კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად
    საშინაო ნიღბები რეჰანით მოგაშორებთ გამონაყარს, სიწითლესა და კანის გაუწყლოებას. კომპონენტების უნიკალური ნაკრების წყალობით, მცენარე აახალგაზრდავებს კანს, წმენდს ფორებს, ატენიანებს, ამშვიდებს, აგლუვებს ზედაპირს და აუმჯობესებს სახის ფერს, კურნავს ფერიჭამიებს, ააქტიურებს უჯრედების რეგენერაციას.


მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.