წიწმატურა ჯვაროსნების წარმომადგენელია. ერთწლოვანი მცენარეა, ზოგჯერ იზამთრებს, ივითარებს 20-60 სმ სიმაღლის ერთ ან რამდენიმე სწროადმდგომ, ზოგჯერ დატოტვილ ღეროს. ფოთლები ძირითადად ფესვთანურია. მოგრძო - ლანცეტა და როზეტად განლაგებული. ღერო მცირედაა შეფოთლილი, ღეროს ფოთლები ისრისებური ფორმისაა, მჯდომარეა და ღეროზე ნაწილობრივ შემოხვეული. ყვავილები წვრილია, თეთრი, ულამაზო, გრძელ ყვავილსაჯდომზე განლაგებული და მცენარის კენწეროში მეჩხერ მტევნებად შეკრებილი. მეტად დამახასიათებელია ნაყოფები - ისინი უკუსამკუთხედია, შეჭყლეტილი, შუაში ნაწიბურიანი და მრავალთესლიანი. მათი ფორმა ჩანთას ჰგავს, ამიტომ ამ მცენარეს მწყემსის ჩანთასაც ეძახიან. მცენარე ყვავის აპირლიდან ზაფხულის ბოლომდე, ნაყოფიანობს ივნისიდან, წიწმატურა ფართოდ გავრცელებული მცენარეა, მისი ურიცხვი თესლი სწრაფად მრავლდება და ერთ სავეგეტაციო პერიოდში ოთხ თაობას იძლევა. ამიტომ მინდორში ერთდროულად შეიძლება ნახოთ ახლადმოსული ყვავილობის ფაზაში მყოფი და დანაყოფიანებული მცენარე.
სამკურნალო მიზნით წიწმატურა უნდა შეგროვდეს ყვავილობისას ან ნაყოფიანობის დასაწყისში, რისთვისაც უნდა მოჭრათ ღერო ფესვთანურ ფოთლებიანად. ან მთლიანად ამოთხაროთ და შემდეგ დააჭრათ ფესვები. გაშრობა შეიძლება როგორც სხვენზე, ისე ღია ცის ქვეშ. მცენარე მდიდარია ბიოოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, მათ შორის ვიტამინებით, ორგანული მჟავებით, მთრიმლავი ნივთიერებებითა და გლიკოზიდებით. მასში ბევრია კალიუმის მარლებიც.
წიწმატურა საყოველთაოდ ცნობილია როგორც სისხლის დენის საუკეთესო შემაჩერებელი, განსაკუთრებით ეფექტურია აბორტის შემდეგ ნედლი, ახლადშეგორვილი მცენარის გამოყენება. ხმარობენ აგრეთვე ნივთიერებათა ცვლის მოშლისას, ღვიძლისა და თირკმელების დაავადებისას.
- 2 ჩაის კოვზი ფხვნილადქცეული ბალახი წამოადუღეთ 1 ჭიქა მდუღარე წყალთან ერთად. გაწურეთ და სვით სუფრის კოვზით 3-ჯერ დღეში. ფარმაცევტული მრეწველობა ამზადებს წიწმატურის ნაყენსა და გამონაწვლილს.