» » » 1 ს.კ. ფოთოლი 1 ჭიქა მდუღარეზე: სამკურნალო რეჰანის ჩაი დაავადებებს ებრძვის

1 ს.კ. ფოთოლი 1 ჭიქა მდუღარეზე: სამკურნალო რეჰანის ჩაი დაავადებებს ებრძვის

შემოდგომა სეზონური ბოსტნეულისა და ბალახეულის დროა. ბევრს მოსწონს რეჰანი თავისი გაჯერებული არომატითა და მოცხარო-ტკბილი გემოთი. მას ბოსტნებში ოხრახუშისა და კამის გვერდით ზრდიან.

ამ მწვანილს ბაზილიკსაც ეძახიან, რაც ბერძნულად "მეფეს"(basileus) ნიშნავს. მარტივია იმის მიხვედრა, რამდენად სცემდნენ პატივს წინაპრები ამ არომატულ მცენარეს.



ბაზილიკის სასარგებლო თვისებები
ინდოეთში რეჰანს სტუმართმოყვარეობასთან აიგივებენ, ძველ იტალიაში კი მას "სიყვარულის ბალახად" იყენებდნენ. რეჰანი მდიდარია ბიოფლავანოიდებით - სპეციალური ორგანული ნაერთებით, რომლებიც ასტაბილურებს უჯრედებში ქრომოსომების სტრუქტურას და არ აძლევს მათ დაზიანების საშუალებას. ამრიგად, უჯრედების გენეტიკური მასალა რეზისტენტული ხდება კიბოს მიმართ.

რეჰანისთვის დამახასიათებელი სუნი გამოწვეულია ეთერზეთების დიდი რაოდენობით შემცველობით, რომლებსაც ძლიერი ბაქტერიციდული მოქმედება აქვთ. ისინი ანადგურებს ეროგინეზის ჩხირს, სტაფილოკოკურ და ენტეროკოკურ ინფექციას. ბაზილიკის შემადგენლობაში არსებული K ვიტამინი ზრდის სისხლის შედედების უნარს.



რეჰანის გემო და სუნი აღაგზნებს გემოს, იისფერ ან მწვანე ფოთლებს უმატებენ სალათებს, სუპებს, ხორცისა და ბოსტნეულის კერძებს, პიცას, მაკარონს, სოუსებსა და პაშტეტს. თუმცა, იცოდით, რომ რეჰანს სამკურნალო თვისებებიც აქვს?

სანამ ჯერ კიდევ ზაფხულის სეზონია, მოამზადეთ ბაზილიკი წინასწარ და ისწავლეთ მისი გამოყენება სამედიცინო მიზნებით.

ბაზილიკის გამოყენება ხალხურ მედიცინაში
  1. ყურისა და თვალის ანთების დროს
    თვალის დაავადებების(კონიუქტივიტი, კატარაქტა, გლაუკომა) სამკურნალოდ იყენებენ 1 ს.კ. რეჰანის მშრალი ბალახისა და 1 ჭიქა წყლის ნაყენს. გაგრილებული სითხით იბანენ თვალს რამდენჯერმე დღეში.
    ბაზილიკის ნახარში ხსნის ტკივილს ოტიტის დროსაც: 2 ს.კ. ბალახი მოხარშეთ 0.5 ლ მდუღარეში და ნელ ცეცხლზე ადუღეთ, შემდეგ გააგრილეთ 10 წუთით. კომპრესი უნდა დაიდოთ მიღებული მეთოდით, ყოველდღე, სანამ ყური გტკივათ. გარდა ამისა, შეგიძლიათ გამოიყენოთ რეჰანის ეთერზეთი, რომელიც ნებისმიერ აფთიაქში იყიდება. გამთბარი ზეთი ჩაიწვეთეთ ყურში - ეს ამცირებს ანთებასა და ტკივილს.



  2. ნერვული დაძაბულობის, სახსრების, თავის ტკივილის დროს
    თუ მუდმივი დაღლილობის, გაღიზიანებადობის, აპათიის, მგრძნობელობის მოშორება გსურთ, მიირთვით რეჰანის ჩაი. უბრალოდ დაასხით ბალახს ჭიქა მდუღარე და გააჩერეთ 15 წუთით. მიირთვით ლიმონის ნაჭერთან, შაქართან ან თაფლთან ერთად დღეში ორჯერ, მალევე იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას.
    ასეთი ჩაი ხსნის თავისა და კუნთების ტკივილებს, რომლებიც გამოწვეულია დაძაბულობით. ტკივილი ქრება, თუ დაღეჭავთ რეჰანის რამდენიმე ფოთოლს ან დაიზილავთ მისი ეთერზეთით საფეთქლებს. მცენარე გეხმარებათ სტრესთან გამკლავებაში, აძლიერებს ნერვულ სისტემას, აუმჯობესებს თვითშეგრძნებას და ზრდის შრომისუნარიანობას.



  3. პირის ღრუს ანთების, ყელისა და კბილის ტკივილის დროს
    ეს ნატურალური წამალი ანადგურებს მიკრობების 99%-ს, რომლებიც ჩვენი პირის ღრუშია, ისე, რომ არ ავნებს ორგანიზმს. თუ ლოყებზე, ენაზე ან ღრძილებზე ჭრილობები გაქვთ, ბაზილიკი მათ შეხორცებაში დაგეხმარებათ. კარგად გამოივლეთ პირი ბაზილიკის ნახარშით ან დაღეჭეთ მისი ფოთლები სტომატიტისა და ანგინის დროს.
    მწვანილს იყენებენ კბილის ტკივილის წინააღმდეგ, კარიესისა და კბილის ქვის აღსაკვეთავად. კბილის ტკივილის გასაქრობად საკმარისია რამდენიმე ფოთოლი ბაზილიკის დაღეჭვა და მტკივნეულ კბილზე ამ ნაღეჭის გაჩერება. გამომშრალი რეჰანის ფხვნილს იყენებენ კბილების გამოსაწმენდად.



  4. გულისრევის, გულძმარვის, მოწამლვის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს
    ბაზილიკის ნახარში გაშორებთ ღებინებისა და გულისრევის შეგრძნებას. თუ რაღაც გაფუჭებული შეჭამეთ, რეჰანის ფოთლების მოხმარება გაუმკლავდება მოწამლვას. ეს სანელებელი ასტიმულირებს საჭმლის მონელებასა და საკვები ელემენტების ათვისებას.

    მწვანილი არეგულირებს ნაწლავების მიკროფლორას, მისი ნახარში და ნაყენი ხსნის შებერილობას, გაზების წარმოქმნასა და სპაზმებს, მათ იყენებენ კოლიტისა და გასტრიტის დროს. მცენარის ექსტრაქტებით მკურნალობენ გულძმარვასა და ბოყინს.



  5. კანისა და თმის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად
    საშინაო ნიღბები რეჰანისგან, გაშორებთ შავ წერტილებს, სიწითლეებსა და კანის სიმშრალეს. მცენარეში ნივთიერებათა უნიკალური კომბინაციის წყალობით, იგი აახალგაზრდავებს კანს, წმენდს ფორებს, ატონიზირებს, ამშვიდებს, ათანაბრებს კანს, კურნავს მუწუკებს, ააქტიურებს უჯრედების რეგენერაციას.

    რეჰანს ტონუსში მოჰყავს გამომშრალი კანი. სახის მკვეთრი ოვალის დასაბრუნებლად საკმარისია კვირაში 2-3ჯერ წაისვათ ფაფა დანაყული ფოთლებისგან სახეზე, კისერსა და დეკოლტეზე.


ექსპერტები გვირჩევენ ახალი ან გამომშრალი რეჰანის მიღებას ყოველდღე, რათა ხელი შევუშალოთ გრიპის დაავადებებს წლის ცივ მონაკვეთში.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.