» » » როგორ ვაკონტროლოთ ცხოველური მადა აბების გარეშე - კვების კორექცია, რომელიც სწრაფ გახდომაში დაგეხმარებათ

როგორ ვაკონტროლოთ ცხოველური მადა აბების გარეშე - კვების კორექცია, რომელიც სწრაფ გახდომაში დაგეხმარებათ

როგორ მოვათვინიეროთ მადა? ეს ბევრისთვის რთული საკითხია: ჯანმრთელობის პრობლემები, მუდმივი გულძმარვა ჭარბი საკვების გამო, ჭარბი წონა, რომელიც არ გშორდებათ.. შიმშილის მუდმივი გრძნობის დაკნინება შესაძლებელიცაა და აუცილებელიც, მაშინაც კი, თუ ზემოხსენებული პრობლემები თქვენთვის უკვე ნორმად იქცა. არავინ იცის, რამდენად დიდხანს ებრძვის ორგანიზმი ჭარბ საკვებს.

არაფერია ცუდი იმაში, რომ მიდრეკილება გაქვთ გემრიელი საკვებისკენ, ცუდია, როცა ეს ყველაფერი ბევრია და არ იცით, როდის შეჩერდეთ. ჩვენ გიზიარებთ 7 ეფექტურ საშუალებას და დამატებით ლაიფჰაკებს, რომლებიც შეამცირებს მადას და შიმშილის გრძნობას. აუცილებლად სცადეთ.

ეფექტური საშუალება მადის დასაქვეითებლად


ეს საშუალება მოქმედებს მათთვის, ვინც, მიუხედავად იმისა, რომ გაძღა, ვერ ამბობს უარს შემწვარ საკვებზე, ნამცხვარზე ან ცომეულზე, როგორც კი სუნს შეიგრძნობს. მაშ ასე, სახლიდიან გასვლამდე ჩაალბეთ ცხვირსახოცი ლიმონის, ლავანდის, ფორთოხლის, ვანილისა და მწვანე ვაშლის ეთერზეთებში.


ჩაიდეთ იგი ჯიბეში - ასე გემრიელობების მაღაზიებთან ჩავლა გაცილებით მარტივი იქნება. სახლში კი შეგიძლიათ ფორთოხლის ან ლავანდის არომატული ჩხირები დაანთოთ, მაშინ მადა გაცილებით ზომიერი გახდება.

კიდევ 7 საშუალება მადის დასაოკებლად


რა ამცირებს მადას? ბევრი ამაზე მხოლოდ სულ ბოლოს ფიქრობს, პირველი ეტაპი კი დიეტაა. სხვათაშორის, ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ გახდომის მსურველთა მხოლოდ 20% იცავს დიეტას თავიდან ბოლომდე.


მადის მოტყუების უნარი - ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა წონის შესამცირებლად. მართალია, ამისათვის უნდა იცოდეთ ფსიქოლოგიური ხრიკები, რომლებსაც მიმართავთ მტრის მიმართ და განაიარაღებთ მას.

  1. როგორ დავაოკოთ მადა? მიირთვით 1 ჭიქა მინერალური წყალი(უგაზო) ან პომიდვრის წვენი ჭამამდე 20-30 წუთით ადრე. ასე ნაწილობრივ დანაყრდებით საკვების მიღებამდე, შედეგად კი თითქმის ორჯერ ნაკლებს შეჭამთ. როცა შიმშილი გაწუხებთ საკვების მიღებებს შორის, მიირთვით არატკბილი ჩაი რძით.


  2. მაგიდაზე დადეთ ხილი და ბოსტნეული და არა ტკბილეული! ჩვენ, ჩვეულებრივ, სასუსნავად ვიყენებთ იმას, რაც ხილულ ადგილას დევს. დარწმუნდით, რომ თქვენს შემთხვევაში ეს მხოლოდ სასარგებლო პროდუქტი იქნება.


  3. მაღაზიაში საყიდლებისთვის წადით მხოლოდ მაძღარი! ასეთ შემთხვევაში არ შეიძენთ ზედმეტ გემრიელობებსა და მავნე პროდუქტს. აუცილებლად მოამზადეთ საყიდლების სია წინასწარ.


  4. ისაუზმეთ მარცვლეულით. ვიტამინი B-ს შემცველობის წყალობით, ისინი ორგანიზმს ანაყრებს და საშუალებას გაძლევთ, სადილამდე არ მოგშივდეთ. არსებობს პროდუქტი, რომელიც ისე განაყრებთ, რომ საკვების გარეშე დიდხანს გაძლოთ? შესანიშნავი ვარიანტია პარკოსნები. ისადილეთ ლობიოთი, ბარდით ან ოსპით, ვახშამზე კი ერთი ჭიქა კეფირიც გეყოფათ.


  5. რომელი პროდუქტი ამცირებს მადას? ესაა ვაშლი, წითელი დაფქული წიწაკა, მწვანე ჩაი, კვერცხი, ლიმონი, ნიორი და დარიჩინი. საღეჭი რეზინის იმედზე ყოფნა არ ღირს - იგი ხელს უწყობს კუჭის წვენის გამოყოფას, რაც აზიანებს კუჭის ლორწოვანს.


  6. მიირთვით სუპები, მოამზადეთ ბულიონები. სითხე სწრაფად ავსებს კუჭს, ხელს უშლის ჭარბ კვებას და დიდი ხნით გადადებს შიმშილის გრძნობის შემდეგ შემოტევას.


  7. შეიძინეთ ლურჯი ფერის ჭურჭელი. ცოტა ხნის წინ დაადგინეს, რომ მუქი ლურჯი მადას ამცირებს: ჩვენი ტვინი საკვებს ითვლის და კუჭს დანაყრების სიგნალს უგზავნის.

და დამატებითი რჩევა: როცა უკვე აღარაფერი გეხმარებათ, გაიხეხეთ კბილები პიტნის პასტით. ჩვეულებრივ, ამის შემდეგ ჭამის სურვილი ქრება.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.