» » » ამ რჩევებს მისდიეთ და ცვლილებებს ყოველდღიურად შეამჩნევთ!

ამ რჩევებს მისდიეთ და ცვლილებებს ყოველდღიურად შეამჩნევთ!

ყველას გვსურს ჰოლი ბერის და სკარლეტ იოჰანსონის მსგავსი ლამაზი სხეული, მაგრამ ბუნებამ ყველა ასეთი სხეულით არ დააჯილდოვა და სპორტულ დარბაზში სიარულის დრო ყველას არ აქვს. დიეტებით თავის დატანჯვა დიდად არ გსურთ. რა გავაკეთოთ?



სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ მკაცრი დიეტები უკვე წარსულს ჩაბარდა. ისინი არა მხოლოდ ნერვებს აფუჭებენ, არამედ ორგანიზმს აუძლურებენ. შიმშილი "მუდმივად დიეტაზე ყოფნის" ტრენდი აღარაა. ის მსუბუქმა და საკმაოდ სასიამოვნო გახდომის მეთოდმა ჩაანაცვლა. 



მათი სწორად დაცვის შემთხვევაში ზედმეტ წონას საკმაოდ მარტივად მოიშორებთ. მთავარია, "ზარმაცი გახდომის" პატარა საიდუმლოები არ დაგავიწყდეთ და ყოველდღე პრაქტიკა გაიაროთ. 

როგორ დავიკლოთ სწრაფად და მარტივად დიეტის გარეშე

1. წყალი

ყველაზე ჩვეულებრივი წყალი ზედმეტი წონის დაკლების მსურველების საუკეთესო დამხმარეა. საკვების ყოველი მიღების წინ რეკომენდებულია დაახლოებით 300 მლ თბილი წყლის დალევა - ეს თავისებური ტვინის "მოტყუება" იქნება. 

საქმე იმაშია, რომ სითხის მიღებით კუჭის მოცულობა თითქმის სრულად ივსება, რის შემდეგაც ტვინს კვების მიღების ინფორმაცია მიეწოდება, ხოლო შიმშილის გრძნობა ამასთან აღარ გაწუხებთ. შედეგად, თქვენი პორციები 2-ჯერ ან შეიძლება 3-ჯერ შემცირდება. 

ბევრ ადამიანს წყლის დალევა ავიწყდება, სწორედ ამიტომ ჭიქა წყალი კომპიუტერის წინ დადგით, ან მობილურ ტელეფონზე მაღვიძარა დააყენეთ, რომ ყოველ ნახევარ საათში რამდენიმე ყლუპი წყალი დალიოთ. ასევე ყოველი საკვების მიღებამდე 20 წუთით ადრე ჭიქა წყლის დალევა არ დაგავიწყდეთ. 



2. ჯანსაღი ძილი

ყველაფერი მადაზე არის დამოკიდებული, მადა - კი ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზე. ჭარბ გადაღლილობაზე ორგანიზმი ძალიან მკაცრად რეაგირებს, ან ანორექსიამდე მივყავართ ან ჭარბ ცხიმიანობამდე. როცა ორგანიზმი დაუძლურებულია, ის ვერ ხვდება, რამდენად სჭირდება მას საკვები. 

სწორედ ამიტომ ადამიანს ეკარგება ან შიმშილის გრძნობა (რასაც დიდ დაუძლურობამდე მივყავართ) ან გაძღომის გრძნობა. უკანასკნელის შედეგი კი ჭარბი წონაა. 



3. საღეჭი რეზინა

როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, საღეჭი რეზინით დაკლება შესაძლებელია, ასე ამერიკელი მეცნიერები თვლიან. მათი აზრით, საღეჭი რეზინის გამოყენება დიეტაზე მყოფ ადამიანებს გახდომის პროცესის დაჩქარებასა და შიმშილის გრძნობის მოშორებაში ეხმარებათ. 

ახსნა საკმაოდ მარტივია: ღეჭვის პროცესი ტვინს ატყუებს და შიმშილის გრძნობის დაბლოკვას აიძულებს. ამ გზით, მადა მცირდება, ხოლო ზედმეტი კილოგრამები ქრება. 



4. მასაჟი

ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე ორგანიზმი - ლიმფურია. წლების განმავლობაში სხეული იღლება, არასწორი რაციონი და ცუდი ეკოლოგია მისი ჯანმრთელობის შენარჩუნებას ხელს უშლის, შედეგად ზედმეტი წონა ჩნდება. რასაც ხშირად ლიმფური ნაკადის დარღვევამდე მივყავართ. 

სწორედ ამიტომ ადამიანებს დაბალი იმუნიტეტით, დარღვეული ნივთიერებათა ცვლით, სიმსუქნისკენ მიდრეკილებას, ექიმები ლიმფო დრენაჟულ სხეულის მასაჟს ურჩევენ, რომელიც ნამდვილად დაგეხმარებათ მოხდენილი ფორმების მიღებაში. 



5. ბროკოლი და კოჭა

ამ პროდუქტების მიღებით მეტაბოლიზმი დაჩქარდება და წონას სწრაფად დაიკლებთ. კოჭა ასევე შფოთვას და რაღაცის ჭამის სურვილს გააკონტროლებს. 

6. სითბო ცხიმის დასაწვავად

სხეულის პრობლემურ ადგილებში შეგიძლიათ ცხელი კომპრესი დაიდოთ და გაგრილებამდე დატოვება შეგიძლიათ. ასევე შეგიძლიათ ფენი გამოიყენოთ, ესეც კარგ შედეგს იძლევა. ფრთხილად იყავით, არ დაიწვათ!



7. კონტრასტული შხაპი

როგორც წესი, მსუქანი ადამიანების პრობლემა - მეტაბოლიზმის პრობლემაა. წლებთან ერთად ნივთიერებათა ცვლა ნელდება და ყოველი შეჭმული ლუკმა შეიძლება სხეულის ამა თუ იმ ნაწილში დაგროვდეს. მეტაბოლიზმის დასაჩქარებლად ბევრი მეთოდი არის მოფიქრებული, მათ შორის - კონტრასტული შხაპი. 

ცხელი და ცივი წყლის თანმიმდევრული ცვლა სისხლის მოძრაობაზე გავლენას ახდენს და ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს. შედეგად შეჭმული ვახშამი სასიამოვნო დანაყრების შეგრძნებას გვიტოვებს და ზედმეტ კილოგრამებში არ გარდაიქმნება. 

8. პატარა პორციები 

კორნელის უნივერსიტეტის მეცნიერები სწორედ ამ მეთოდის გამოყენებას გვირჩევენ. მათი აზრით, საკვების უმნიშვნელოდ შემცირება წელიწადში 11 კგ-ის დაკლების საშუალებას მოგვცემს. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს რომ 3 ცალი კარტოფილი ფრის ამოღებით გახდომას შეძლებთ, საკვების მოცულობა ცოტა უფრო მეტად არის საჭირო. 

არ შეგეშინდეთ რომ მშიერი დარჩებით: ადამიანის ტვინი ისეა მოწყობილი რომ ყველაფერი რასაც თეფშზე ხედავს აუცილებლად მისაღებ საკვებ ნორმად აღიქვამს. თუ პორციას ოდნავ შეამცირებთ, დანაყრების შეგრძნება არ შეიცვლება. სცადეთ!



9. ღიმილი

გახდომის ყველაზე მარტივი მეთოდი. ხშირად გაიღიმეთ! კარგი განწყობა წონის დაკლებაზე დიდ გავლენას ახდენს. დეპრესიის დროს ორგანიზმში სტრესის ჰორმონის კორტიზოლის გამოყოფა იზრდება, რის გამოც ორგანიზმს დასკვნა გამოაქვს: დროა ცხიმი მოვიმარაგო. 

კორტიზოლის გამო არტერიაც იტანჯება, რაზეც შინაგანი ცხიმი გროვდება. სიცილი რაღაც მომენტში ფიზიკურ ვარჯიშს ანაცვლებს, რადგან სიცილის დროს ადამიანი ბევრ ჟანგბადს შთანთქავს, რაც გულის მუშაობას და სისხლის მოძრაობას ასტიმულირებს. 



გახდომა ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე - ყველა ქალის ოცნებაა. როგორც ხედავთ, წონის დაკლება არც ისე რთულია თუ ზარმაცი ხართ. ეს ინფორმაცია მეგობრებს გაუზიარეთ, რადგან დრო მოვიდა სხეულის ლამაზი ფორმის მიღებაზე იზრუნოთ. 
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.