მიუხედავად იმისა, გაქვთ თუ არა დიაბეტი, შაქრის მოხმარება მუდმივად უნდა აკონტროლოთ. ორგანიზმი ყოველთვის გზავნის სიგნალებს, როცა გარკვეული დარღვევები ფიქსირდება. არსებობს 7 სარწმუნო ნიშანი იმისა, რომ შაქარს ჭარბი ოდენობით მოიხმართ. მათზე რჩევების რედაქცია მოგიყვებათ.
შაქრის მოხმარება
- შიმშილის მუდმივი შეგრძნება
თუ მიირთმევთ ბევრ ისეთ პროდუქტს, რომელიც დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს, სისხლში გლუკოზის დონე მძლავრად იმატებს. შედეგად, იგი ვერ აღწევს უჯრედებში, ამიტომ ორგანიზმი ვერ იღებს აუცილებელ ენერგიას და გთხოვთ ჭამას. ეს არამხოლოდ დიაბეტს, არამედ სიმსუქნესაც გამოიწვევს. - მუდმივი დაღლილობა
აქაც იგივე სიტუაციაა, რაც შიმშილის შეგრძნებასთან. სისხლში შაქრის მაღალი დონის დროს ორგანიზმი ვერ ახერხებს გლუკოზის სწორად შენახვასა და გადამუშავებას. შედეგად, თქვენ არამხოლოდ მშიერი, არამედ დაღლილიც ხართ. - ხშირი შარდვა
თირკმლები ნორმალურად ვერ ფილტრავს სითხეს, თუ სისხლში შაქრის დონე მაღალია. ამის გამო ორგანიზმი სისხლს აზავებს უჯრედშიდა სითხესთან, ეს კი ხშირ შარდვას იწვევს. - ინფექციური დაავადებები
შაქრის მაღალი დონე შესაბამის პირობას ქმნის საფუარებისა და ბაქტერიების გასამრავლებლად. საშარდე გზების ინფექციები, შესაძლოა, გაჩნდეს როგორც მამაკაცებში, ისე ქალბატონებშიც. თუმცა, სწორედ ქალბატონებში გვხვდება ისინი ხშირად, თუ შაქრის დონე მაღალია. - სიმშრალე პირში
წყურვილის საშინელი შეგრძნება და სიმშრალე პირში - სარწმუნო ნიშანია იმისა, რომ დიდი რაოდენობით შაქარს მოიხმართ, რადგან ეს გაუწყლოებას იწვევს. რა თქმა უნდა, უნდა აღიდგინოთ წყლის ბალანსი, ოღონდ ამისთვის უშაქრო სასმელები შეარჩიეთ. იდეალში - არაგაზირებული წყალი. ეს პუნქტი არ ეხება ცხელ ზაფხულს, როცა ორგანიზმი დიდი რაოდენობით სასმელს გთხოვთ. - კანის სიმშრალე
კანის სიმშრალე და ქავილი - შაქრის ჭარბი მოხმარების კიდევ ერთი ნიშანი. სხვათაშორის, კანის აქერცვლა ყველა წინა პუნქტის შედეგად შეიძლება მოხდეს. ამიტომ, თუ რომელიმე სიგნალი შენიშნეთ, ამასთან კი კანის ქავილი დაგეწყოთ, ჩაიტარეთ ანალიზები სისხლში შაქრის დონის დასადგენად. - კონცენტრაციის პრობლემები
როგორ უკვე ვთქვით, შაქრის მომატებული დონე ხელს უშლის გლუკოზის შეღწევას უჯრედებში, ძირითადად - ტვინის უჯრედებში. ამიტომ ადამიანი რთულად იღებს გადაწყვეტილებებს და დიდხანს ფიქრობს.