» » » სპაგეტი შებოლილი კალმახითა და კამით - სადილობისას იდეალური პირველი კერძი იქნება

სპაგეტი შებოლილი კალმახითა და კამით - სადილობისას იდეალური პირველი კერძი იქნება

შებოლილი კალმახი, კამა და მოლუსკი კლასიკური კომბინაციაა. მათთან ერთად საუცხოო სპაგეტის მოამზადებთ. სადილობისას იგი იდეალური პირველი კერძი იქნება.

ინგრედიენტები:
  • 500 გ სპაგეტი
  • 300 მლ (1-1/4 ჭიქა) ნაკლებად ცხიმიანი ნაღები
  • 3 ს/კ დამწნილებული კაპარი
  • 250 გრ შებოლილი კალმახი
  • 1 ს/კ კამა

მომზადების წესი:
  1. დიდ ქვაბში ჩაასხით წყალი, ჩაყარეთ მარილი და აადუღეთ, ჩაყარეთ სპაგეტი, ბოლომდე არ მოხარშოთ.

  2. სანამ სპაგეტი იხარშება, დიდ ტაფაში დაბალ ტემპერატურაზე ნაღები წყალგავლებულ კაპართან ერთად 4-5 წთ ადუღეთ. დაუმატეთ შებოლილი კალმახი და წვრილად დაჭრილი კამა. კიდევ 2 წთ ადუღეთ.

  3. მომზადებული სპაგეტი გადაიტანეთ საწებელთან ტაფაში. შეანჯღრიეთ, მორთეთ კამით და სუფრაზე ცხელი მიიტანეთ.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.