ქვემოთ მოცემულია მარტივი და სწრაფად მოსამზადებელი კერძების რეცეპტები, რომელთა შემადგენლობაში შედის ბოლოკი.
ბოლოკის და კოლრაბის წვნიანი
ინგრედიენტები:
- ბოლოკი - 200 გრ
- კოლრაბი - 100 გრ
- კარტოფილი - 100 გრ
- სტაფილო - 80 გრ
- კამა - 10 გრ
- წყალი - 800 მლ
- მარილი - გემოვნებით
მომზადების წესი:
ბოლოკი, კოლრაბი, კარტოფილი და სტაფილო დავჭრათ პატარა კუბებად. მომზადებული ინგრედიენტები ჩავუშვათ მდუღარე წყალში და ვხარშოთ ბოსტნეულის დარბილებამდე. წვნიანს ბოლოს მწვანილი მოვაყაროთ.
ბოლოკის და ტკბილი წიწაკის წვნიანი კურდღლის ხორცით
ინგრედიენტები: - ბოლოკი - 220 გრ
- ტკბილი წიწაკა - 150 გრ
- პომიდორი - 200 გრ
- კურდღლის ხორცი - 200 გრ
- წყალი - 1,3 ლ
- მარილი - გემოვნებით
მომზადების წესი:
კურდღლის ხორცს დავასხათ ცივი წყალი (500 მლ), მივიყვანოთ ადუღებამდე და ვხარშოთ 5 წუთი, გადმოვიღოთ თუშფალანგზე. პომიდორი დავჭრათ ნახევარრგოლებად, წიწაკა - რგოლებად, ბოლოკი - კუბებად. ბოსტნეული მოვათავსოთ ხორციან ქვაბში, დავასხათ სუფთა წყალი და ვხარშოთ მომზადებამდე, ბოლოს დავუმატოთ მარილი.
ბოლოკისა და ჭარხლის წვნიანი ინდაურის ხორცით
მასალად საჭიროა:
- ბოლოკი - 180 გრ
- ჭარხალი - 120 გრ
- სტაფილო - 120 გრ
- ხახვი - 80 გრ
- ინდაურის ხორცი - 200 გრ
- რეჰანი -5 გრ
- წყალი - 1,1 ლ
- მარილი - გემოვნებით
მომზადების წესი:
ინდაურის ხორცი ვხარშოთ 5 წთ - 500 მლ წყალში, შემდეგ გადმოვიღოთ თუშფალანგზე, დავასხათ სუფთა წყალი და ვხარშოთ სანამ ნახევარად მზად არ იქნება. ბოლოკი, ჭარხალი, სტაფილო დავკეპოთ, ხახვი დავჭრათ რგოლებად, ბოსტნეული ჩავუშვათ ხორციან ქვაბში, დავუმატოთ მარილი და მოვხარშოთ. მომზადებულ წვნიანს მოვაყაროთ მარილი.