მეტად სასარგებლოა, როცა ოჯახის კვების რაციონში ერთმანეთს ცვლის ხორცი და თევზი.
დღეს კალმახისგან მომზადებულ არაჩვეულ კერძს შემოგთავაზებთ.
მასალად საჭიროა:
- კალმახი - 1 კილოგრამი
- ღვინო -1/2 ლიტრი
- მწვანე ხახვი - 20-25 ცალი
- დაჭრილი მწვანილი - 80 გრამი
- ლიმონი - 1 ცალი
- ზეთი - 3 სუფრის კოვზი
- პურის ფქვილი -1 სუფრის კოვზი
- მარილი - გემოვნების მიხედვით
დამზადების წესი:
ფქვილში ამოვლებული კალმახი ზეთში შეეწვით ცალკე ქვაბში ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და ოდნავ მოვშუშოთ ზეთში, დავასხათ 1/2 ლიტრი თეთრი ღვინო, ცოტა ლიმონის წვენი და ხუფდახურული ვადუღოთ რამდენიმე წუთი. შემდეგ ჩავალესოთ წყალში გახსნილი 1 სუფრის კოვზი ფქვილი და ისევ წამოვადუღოთ. ამავე ქვაბში ჩავაწყოთ შემწვარი კალმახი და შევდგათ ნელ ცეცხლზე 15-20 წუთით. სუფრაზე მიტანის წინ ამოვიღოთ კალმახი, ზემოდან მოვასხათ ეს წვენი და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი ან ოხრახუში.