» » » ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური ხორბლის ქატო და შვრია კანის არაჩვეულებრივი მკვებავია

ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური ხორბლის ქატო და შვრია კანის არაჩვეულებრივი მკვებავია

შვრიის ფაფას ერთდროულად ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური მოქმედება აქვს. იცავს და ამშვიდებს ყველა ტიპის კანს.

წმენდს კანს. არ აქვს მნიშვნელობა, მიირთმევთ, თუ კანზე წაისვამთ, შვრია კანის არაჩვეულებრივი მკვებავია. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და კანიდან ტოქსინები გამოჰყავს. დაფქული შვრია სახის გამწმენდ სკრაბად შეგიძლიათ გამოიყენოთ. იგი ეფექტურად აშორებს კანს მკვდარ უჯრედებს და გლუვ ზედაპირს ტოვებს. დაღლილი კანი შვრიით დაიტენიანეთ და გამოაცოცხლეთ.

აღადგენს და იცავს კანს. შვრია გამოიყენება კანის ეგზემის, მზით დამწვრობისა და ალერგიული რეაქციების სამკურნალოდ. თუ ქავილი გაწუხებთ, ერთი პეშვი შვრია ჩაყარეთ დოლბანდის ტოპრაკში და ჩაკიდეთ აბაზანაში. ეს დაატენიანებს კანს და ქავილის შეგრძნებას გააქრობს.

კოლოიდური შვრია

კოლოიდური შვრია კოსმეტიკურ ნაწარმში გამოიყენეთ ან გახსენით აბაზანაში და დატკბით მისი დამამშვიდებელი მოქმედებით.

დაუმუშავებელი შვრია

ბოჭკოვან შვრიაში უხვადაა ჯანსაღი ცხიმები და ნივთიერებები.

ხორბლის ქატო
ქატო სკრაბებში გამოიყენება. იგი ანტიოქსიდანტია და კანს აჯანსაღებს.

ებრძვის დაბერების ნიშნებს. ხორბლის ქატო დაბერებულ კანს ატენიანებს და თავისუფალი რადიკალების მიერ დაზიანებისგან იცავს. კვლევების თანახმად, ხორბლის ქატოში უხვადაა თავისუფალ რადიკალებთან მებრძოლი ფერულის მჟავა, რომელიც დაბერების საწინააღმდეგო კოსმეტიკაში აქტიურად გამოიყენება.

ამშვიდებს კანს. ხორბლის ქატო ნაზად წმენდს კანს და მგრძნობიარე კანისთვის, ეგზემისა და ფსორიაზისთვის განკუთვნილ ნაწარმს დამამშვიდებელ მოქმედებას სძენს.

იცავს მზისგან. ხორბლის ქატოს ექსტრაქტი ულტრაიისფერ გამოსხივებას შთანთქავს და შესაბამისად, კანს მზის მავნე ზემოქმედებისგან იცავს. გამოყენებამდე აუცილებლად შეამოწმეთ კანი ალერგიულობაზე და წაისვით ექსტრაქტი კანის მცირე მონაკვეთზე.

ხორბლის ქატო

ხორბლის ქატო ხორბლის მარცვლების რაფინირების შემდგომ ნარჩენს ეწოდება. მასში უხვადაა ცილა, B ვიტამინები და მინერალები. მდიდარია უხსნადი ბოჭკოთი და ხელს უწყობს საკვების გადაადგილებას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.