ერთი გამოყენებისთვის დაგჭირდებათ:
ინგრედიენტები:
- 1 ს/კ გლიცერინი
- 1 ჩ/კ უსასუქო სიმინდის ფქვილი
- 1 ს/კ ვარდის მცენარეული წყალი
- 1 ჩ/კ შვრია
- 1 ჩ/კ დაფქული ბრინჯი
მომზადების წესი:
პასტისებრი მასის დასამზადებლად თასში ერთმანეთს შეურიეთ გლიცრინი და სიმინდის ფქვილი.
დაუმატეთ ვარდის მცენარეული წყალი და თან ხელის სათქვეფით განუწყვეტლივ ურიეთ.
ქვასანაყის ან ხელის ბლენდერის მეშვეობით შვრია ისე დაფქვით, რომ ფქვილისებრი მასა მიიღოთ.
პასტისებრ მასას დაუმატეთ დაფქული შვრია და ბრინჯი. ურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. თუ ძალიან მშრალი გამოვიდა, დაუმატეთ ვარდის წყალი.
გამოიყენეთ მომზადებისთანავე, ვინაიდან მასში არსებული სასარგებლო ნივთიერებები დიდხანს არ ინახება.
გამოყენების წესი:
ამ სკრაბით კანი ნაზად დაიზილეთ. მოერიდეთ თვალების გარშემო ადგილებს. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და კანი სუფთა პირსახოცის ნაზი შეხებით გაიმშრალეთ.