» » » მცენარე, რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო და კანის გამაახალგაზრდავებელი თვისებები

მცენარე, რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო და კანის გამაახალგაზრდავებელი თვისებები

ტრადიციულად, ლაშქარა გაჭრილი კანის, ნაკაწრებისა და ძვლების სამკურნალოდ გამოიყენებოდა. აქვს ანთების საწინააღმდეგო და კანის გამაახალგაზრდავებელი თვისებებიც. ფოთლებში უხვადაა მთრიმლავი ნივთიერებები და ალანტოინი, რომელიც კანს სითხის დაკარგვისგან იცავს და უჯრედის ზრდასა და აღდგენას უწყობს ხელს.

სასარგებლო თვისებები:

ამშვიდებს კანს. ლაშქარაში არსებული ალანტოინი სამკურნალო და ანთბის საწინააღმდეგო თვისებებისაა. რეკომენდებულია ყველა ტიპის კანისთვის. კარგად შველის გაღიზიანებულ, გამომშრალ და დამსკდარ კანს.

მზისგან დამცავი. ლაშქარა შეიცავს ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე როზმარინის მჟავას, რაც კანს ულტრაიისფერი სხვივებით დაზიანებისგან იცავს.

შველის გაჭრილ კანს, ნაკაწრებსა და ჩალურჯებას. ლაშქარას ნაყენი, მალამო, კრემი და მაცერაციით მიღებული ზეთი ჭრილობის, წყლულების, მწერის ნაკბენებისა და კანის სხვა სახის პრობლემების სამკურნალოდ გამოიყენებოდა. ანტიბაქტერიული თვისებების გამო ის ჭრილობას დაინფიცირებისგან იცავს. არასოდეს გამოიყენოთ ლაშქარას ზეთი და მალამო ღრმა ჭრილობაზე, ვინაიდან ეს დააჩქარებს კანის ზედაპირის შეხორცებას და ჭრილობა შიგნით მოუშუშებელი დარჩება.

თმის მკვებავი. ლაშქარას ფოთლებს დაასხით ცხელი ძმარი და დააყენეთ. შემდეგ გადაივლეთ თმაზე. ეს თმას დაარბილებს და დამყოლს გახდის.

მცენარე
ფოთლები შეიცავს ნივთიერება ალანტოინს, რომელიც კანის ახალი უჯრედების ზრდას უწყობს ხელს.

მაცერაციით გამოხდილი ზეთი
ზეთი შეგიძლიათ პირდაპირ წაისვათ კანზე. ეს გააძლიერებს ზეთის სამკურნალო თვისებებს.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.