» » » როგორ გავუმკლავდეთ მარტივად, ბავშვებში შარდის ბუშტის ანთებას

როგორ გავუმკლავდეთ მარტივად, ბავშვებში შარდის ბუშტის ანთებას

შარდის ბუშტის მწვავე ანთება (ცისტიტი) - ბუშტის ლორწოვან გარსში მიკრობის ან ვირუსის ზემოქმედების შედეგად განვითარებული ანთებითი ცვლილებებია. უფრო ხშირად ანთება გოგონებში გვხვდება. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს გადაცივება (სველი ფეხები, ცივ, სველ მიწაზე ჯდომა და სხვა).
დაავადება ვითარდება უეცრად, ბავშვი იწყებს ხშირად შარდვას, შარდის გამოყოფა მტკივნეულია. ამასთან, ერთჯერადადგ გამოყოფილი შარდის რაოდენობა შემცირებულია. ანთების არსებობა დასტურდება შარდის ანალიზით. ბავშვი აუცილებლად უნდა ჩააწვინოთ საწოლში. მნიშვნელოვანია, რომ ფეხები და სხეულის ქვედა ნაწილები ჰქონდეს თბილად.

შარდის ბუშტის მიდამოზე რეკომენდებულია სათბურის დადება. მიეცით ბავშვს უხვად თბილი სასმელი. რეკომენდებულია სამკურნალო მცენარეების (დათვის კენკრა, ასკილი, ჟოლო, წითელი მოცვი, შავი მოცხარი) ჩაი. არ მისცეთ ბავშვს შემწვარი, ცხარე, ძნელად მოსანელებელი (კონსერვები, ბარდა, პარკოსნები, ჰალვა, ნიგოზი, წიწაკა, მდოგვიდა სხვა). ხორცის სუფები.
ნებადართულია კისელი, კომპოტები, ფაფები, კვერცხი. ექიმმა შეიძლება მედიკამენტოზური მკურნალობაც დაუნიშნოს ბავშვს. კარგი მოვლისა და მკურნალობის პირობებში მწვავე ცისტიტი გაივლის 5-7 დღეში.

შარდის ბუშტის დაავადებების დროს - მიეცით დასალევად, თანაბარი რაოდენობით აღებული, მაისის თვეში შეგროვილი არყის ხის კვირტებისა და არყის ხის ქერქის ნახარში, როგორც ჩაი.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.