ღამის პირველადი ენურეზი არ უკავშირდება არც მენტალურ თუ ქცევით დარღვევებს, არც ძილის წინ მიღებული სითხის რაოდენობას, თუმცა მკურნალობის უეფექტობა მოგვიანებით აჩენს პრობლემებს – ის სათავეს უდებს დაბალ თვითშეფასებას, ოჯახურ სტრესს, სოციალურ იზოლაციას.
მკურნალობა ხალხური რეცეპტებით:
- ღამის ენურეზის დროს მიიღეთ მოცვის ხმელი ნაყოფის კისელი, ან ნაყენი.
- შარდის შეუკავებლობის დროს აურიეთ თანაბარი რაოდენობით ვაშლი და ხახვი. მიიღეთ 1 ს/კ 3-ჯერ დღეში.
- შარდის შეუკავებლობის დროს 1 ჩ/კ თაფლი გააზავეთ 0,5 ჩ/ჭ თბილ, ანადუღარ წყალში. მიიღეთ დილით და საღამოს, ჭამამდე.
- შარდის შეუკავებლობას შველის ნიახურის თესლისა და თაფლის ნარევი (თანაბარი რაოდეობით). მიიღეთ 1 ჩ/კ 3-ჯერ დღეში.
- ენურეზის დროს 2 ს/კ მოცვის ხმელ ფოთოლს დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, ადუღეთ 10 წთ. გააჩერეთ 2 სთ, გაწურეთ. დაუმატეთ 1-2 ს/კ თაფლი. მიიღეთ 0,5 ჩ/ჭ 3-ჯერ დღეში.
- ეს საშუალება სასარგებლოა მამაკაცებისთვის, რომლებსაც ხშირი შარდვა აწუხებთ, ასევე ქალებისთვის, რომლებსაც ზოგჯერ უნებლიე შარდვა აწუხებთ (განსაკუთრებით 60 წლის შემდეგ). ხმელი კამა დააქუცმაცეთ ფხვნილის მიღებამდე. 1 ჩ/კ ფხვნილს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. გააჩერეთ 1 საათის განმავლობაში. ნაყენი მიიღეთ მთლიანად, ნალექთან ერთად დღეში ერთხელ, დილით. მკურნალობის კურსი 2-3 კვირა.