შარდის ბუშტის ანთება - ცისტიტი, განსაკუთრებით ხშირია როგორც ჩვილი, ისე მოზრდილ ბავშვებში. მის გამომწვევთა შორის მთავარია ნაწლავის ჩხირი, სტაფილოკოკი და შედარებით იშვიათად, სხვა მიკრობები. ცისტიტის განვითარების ხელშემწყობი პირობაა ორგანიზმის ზოგადი და ადგილობრივი წინააღმდეგობის დაქვეითება, რაც განპირობებულია გადატანილი სხვადასხვა ინფექციური დაავადებით.
- შარდის ბუშტის და შარდგამომყვანი გზების დაავადებების დროს მიიღეთ ბებრისკონკას ბალახის წვენი - 1 ს/კ 4-ჯერ დღეში.
- ცისტიტის დროს შარდსადინარში გამჭვალავი ტკივილის დროს მიიღეთ ცაცხვის ფოთლის ნახარში: 20 გრ 200 მლ წყალზე. ნედლეულს დაასხით წყალი, დადგით მდუღარე წყლის აბაზანაზე 10 წუთით, გააჩერეთ 2 სთ. გაწურეთ და მიიღეთ 0,5 ჩ/ჭ 3-ჯერ დღეში.
- აიღეთ მრავალძარღვას ფოთოლი - 20 გრ. დათვის კენკრას ფოთოლი - 20 გრ, ქაფუნას ბალახი - 20 გრ, მატიტელას ბალახი - 15 გრ, არყის ხის კვირტი - 15 გრ, 40 გრ. ნარევს დაასხით 1 ლ წყალი, გააჩერეთ 12 საათის განმავლობაში, ადუღეთ 10 წთ. მიიღეთ 0,5 ჩ/ჭ 4-ჯერ დღეში, ჭამიდან ერთი საათის შემდეგ.
- აიღეთ სიმინდის ულვაში - 20 გრ, არყის ხის ფოთოლი - 20 გრ, დათვის კენკრას ფოთოლი - 20 გრ, ძირტკბილას ფესვი - 20 გრ, ჭანგას ფესურა - 20 გრ, 1 ს/კ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ წყალი, გააჩერეთ 6 საათის განმავლობაში, ადუღეთ 15 წთ. მიიღეთ 1 /3 ჩ/ჭ 3-ჯერ დღეში.
- აიღეთ სელის თესლი - 5 გრ, ტუხტის ყვავილი - 5 გრ, ბალბას ყვავილი - 5 გრ. ნარევს დაასხით 1ლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ გაცივებამდე. მიიღეთ 0,5 ჩ/ჭ ნაყენი 3-ჯერ დღეში.
- ანთების საწინააღმდეგო და შარდმდენი საშუალება: აიღეთ არყის ხის ფოთოლი - 10 გრ, შვიტას ბალახი - 10 გრ, 2 ს/კ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააცივეთ და გაწურეთ. მიიღეთ დღის განმავლობაში სამ ჯერზე.
- ათების საწინააღმდეგო და შარდმდენი საშუალება: აიღეთ ოხრახუშის თესლი - 10 გრ, ქრისტესისხლას ბალახი - 10 გრ, დათვის კენკრას ფოთოლი - 40 გრ. 1 ჩ/კ ნარევს დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ გაცივებამდე, მიიღეთ 1 ჩ/ჭ 2-3-ჯერ დღეში.