» » » საუკეთესო რეცეპტები ქრონიკული და მწვავე ცისტიტის სამკურნალოდ

საუკეთესო რეცეპტები ქრონიკული და მწვავე ცისტიტის სამკურნალოდ

ცისტიტი შარდის ბუშტის კედლის ინფექციურ-ანთებითი პროცესია. ცისტიტის ძირითადი ნიშნებია: ხშირი და მტკივნეული შარდვა, გარდა ამისა, შარდი მუქია (იმის შედეგად, რომ მასში მკვეთრად გაზრდილია ლეიკოციტების რაოდენობა).

თუ ცისტიტი გაწუხებთ:
  • სიმინდის ულვაშის ან ალუბლის ღეროს ნახარში მიიღეთ როგორც ჩაი. გემოვნებისათვის ნაყენს შეგიძლიათ თაფლი დაუმატოთ. მკურნალობა რამდენიმე დღეს გრძელდება.

  • 200 გრ ნიახურის ძირები ჩაყარეთ 1 ლ წყალში და ადუღეთ 2-3 წთ. გააცივეთ, გადაწურეთ და მიღებული ნაყენი დალიეთ სასურველ შედეგამდე დღეში სამჯერ.

  • ერთ ჩ/კ დაქუცმაცებულ სვიის ნაყოფს დაასხით 1 ჩ/ჭ ადუღებული წყალი, გააცივეთ, გადაწურეთ და დალიეთ საღამოობით. ნაყენი კარგად შველის თავის ტკივილსაც.

  • ორ-სამ ჩ/კ წვრილად დაჭრილ ნედლ მატიტელას დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და გააცივეთ. სვით მიღებული ნაყენი გამოჯანმრთელებამდე. წამლის მიღება მიზანშეწონილია შარდის ბუშტში ქვიშისა და კენჭების არსებობის შემთხვევაშიც. ასევე მკურნალობენ ბუასილს.

  • აიღეთ მინდვრის შვიტა 15 გრ, მრავალძარღვას ფოთლები - 20 გრ. 1 ს/კ ნარევზე დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი. დააყოვნეთ შეფუთულად 1 სთ, გადაწურეთ. დალიეთ საღამოს ერთ მიღებაზე 1 ჭიქა თბილი ნაყენი.

  • შარდის ბუშტის გაღიზიანებისა და ხშირი შარდვის შემთხვევაში დილით უზმოზე დალიეთ სიმინდის ულვაშის ცხელი ნაყენი რამდენიმე დღის განმავლობაში.

  • საკვერცხეების ანთების დროს აიღეთ 200 გრ კარგად გარეცხილი ოხრახუში ფესვებითურთ, დაასხით 1 ჩაიდანი წყალი და ხარშეთ. ნახარში ჩაასხით ვედროში, რომელსაც ზემოდან დააჯდებით. ორთქლზე 15 წთ იჯექით.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.