» » » ეფექტური ხალხური რეცეპტები ათეროსკლეროზის სამკურნალოდ

ეფექტური ხალხური რეცეპტები ათეროსკლეროზის სამკურნალოდ

ათეროსკლეროზთან ბრძოლა მაშინ კი არ უნდა დავიწყოთ, როცა იგი უკვე გვაქვს, არამედ ბევრად ადრე - ნეირო - სისხლძარღვოვანი დისტონიის გამოვლინების თანადროულად. ათეროსკლეროზი ვითარდება ნელა, ზოგჯერ ათეული წლების განმავლობაში, აზიანებს რა სისხლძარღვოვან სისტემას და აძნელებს სისხლით საკვები ნივთიერებების მოხვედრას ორგანოებსა და ქსოვილებში.

ხალხური რეცეპტები:
  • ნეგო. 1 ს/კ ნეგოს ყვავილედს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე, დავაყენოთ 1 სთ. გავწუროთ. მივიღოთ მესამედი ჭიქა 3-ჯერ დღეში.

  • დილით, საუზმემდე 1 სთ-ით ადრე და საღამოს, ვახშმიდან ნახევარი საათის შემდეგ, მივიღოთ თითო ვაშლი.

  • ავურიოთ ერთმანეთში 1 ჩ/კ თაფლი, ნახევარი ლიმონის წვენი, სამი მეოთხედი ჭიქა ადუღებული წყალი და ვსვამთ ძილის წინ.

  • 1 ს/კ გამხმარ, დაქუცმაცებულ ქრისტესისხლას ვასხამთ 1 ჭიქა მდუღარეს, ვაყოვნებთ 1 სთ და ვწურავთ. ვსვამთ 50-50 მლ 3-ჯერ დღეში. მკურნალობის ყოველი კვირის შემდეგ ვაკეთებთ ორკვირიან შესვენებას, შემდეგ მკურნალობას ვაგრძელებთ ხელახლა. მკურნალობის კურსი 30 დღეა.

    პირშუშხას (ხოხნოტას) ფესვების (ძირების) ნახარში:
  • 250 გრ პირშუშხა გავრეცხოთ, გავხეხოთ მსხივლ სახეხზე, დავასხათ 3 ლიტრი ადუღებული წყალი და ვადუღოთ 20 წთ, გავწუროთ, მივიღოთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა 4-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ-ით ადრე.

  • თავის ტვინის სისხლძარღვთა სკლეროზს კურნავს ჩვეულებრივი ჭნავი (ცირცელი). 200 გრ დაქუცმაცებულ ჭნავის ქერქს ვადუღებთ 2 სთ 0,5 ლ წყალში. მივიღოთ 20-30 წვეთი 3-ჯერ დღეში, ჭამამადე 30 წთ ადრე.

  • ჯანმრთელობის ყოველდღიური სასმელი - ასკილი. 1 ს/კ ასკილს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე, დავაყენოთ, როგორც ჩაი და ვსვათ 150 - 150 მლ 3-ჯერ დღეში.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.