რეცეპტი N1
ინგრედიენტები:
3-4 წლიანი ალოეს ფოთლები, იმ რაოდენობით, რომ საჭიროა 1,5 ჭ წვენის მისაღებად. 1 ჭ ზეითუნის ზეთი და ამდენივე თაფლი.
მომზადების წესი:
ალოეს წვენის ზეთის და თაფლის ნარევი გადავიტანოთ შუშის ჭურჭელში და ჩავდგათ წყლიან ქვაბში. ქვაბი დავდგათ ნელ ცეცხლზე 4 სთ, თან თვალყური ვადევნოთ, რომ წყალი დუღდეს. დავახუროთ ბოთლს თავსახური და დავდგათ ბნელ გრილ ადგილზე. თუ ნარევმა ქაფი გაიკეთა - ის უვარგისია (დიდი ხნისაა).
მივიღოთ 1 ს/კ 20 წთ-ით ადრე საუზმემდე.
რეცეპტი N2
ინგრედიენტები:
1,5 ჭ ალოეს ფოთოლი, 3 ჭ მაისის თაფლი და 3 ჭ კაგორი.
მომზადების წესი:
ფოთლები დავაქუცმაცოთ, შევურიოთ თაფლს, გადავიღოთ შუშის ჭურჭელში და დავდგათ ბნელ ცივ ადგილას ერთი კვირით.
მივიღოთ 1 ჩ/კ 1 სთ-ით ადრე ჭამამდე (ერთი კვირის მანძილზე), შემდეგ დღეებში დოზა გავზარდოთ 1 ს/კ- მდე. მკურნალობის კურსი - 1 თვე.
რეცეპტი N3
ინგრედიენტები:
ცაცხვის თაფლი, ჭარხლის წვენი, სტაფილოს წვენი, სპირტი - 0,5 ჭ.
მომზადების წესი:
ყველაფერი ავურიოთ ერთმანეთში და გავწუროთ. გადავასხათ მუქი შუშის ჭურჭელში და დავდგათ გრილ ადგილას 5 დღე.
მივიღოთ 3 ს/კ 30წთ-ით ადრე ყოველი ჭამის წინ. მკურნალობის კურსი - 5 დღე.
რეცეპტი N4
ინგრედიენტები:
თაფლი, ბატის ქონი, კარაქი, კაკაო - 0,5 ჭ, ალოეს წვენი - 1 ს/კ.
მომზადების წესი:
ყველაფერი შურიოთ ერთმანეთს, დავდგათ ნელ ცეცხლზე 5 წთ ( არ ადუღდეს).
მივიღოთ 1 ს/კ ნახევარ ჭიქა ცხელ რძეში გახსნილი 30 წთ-ით ადრე საუზმემდე და ვახშმამდე.