» » » ეს რეცეპტები საუკეთესოა გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის, შეუპოვარი იშემიური დაავადების და გულის ტკივილების დროს

ეს რეცეპტები საუკეთესოა გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის, შეუპოვარი იშემიური დაავადების და გულის ტკივილების დროს

მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების მთავარ მიზეზად გვევლინება კორონალური არტერიების ათეროსკლეროზი (შემთხვევათა 90%-ში).
დაავადების განვითარების მაპროვოცირებელ ფაქტორებს მიეკუთვნება: ნერვული გადაძაბვა, ძლიერი ემოციონალური ზემოქმედება, ფიზიკური გადაღლა - მძიმე კუნთური მუშაობა, ჩქარი სიარული. თამბაქო ხელს უწყობს დაავადების განვითარებას, ასევე სპირტიანი სასმელები და უხვი საკვებით კუჭის გადატვირთვა.

სამკურნალო რეცეპტები ასეთია:
  • მოვამზადოთ ნარევი: 125 გრ ლეღვის დაქუცმაცებული ნაყოფი, 250 გრ დაჭეჭყილი ლიმონი კანით, მარცვლების გარეშე, 250 გრ თაფლი. 50 გრ არაყი. ეს ყველაფერი კარგად ავურიოთ ხის კოვზით და შევინახოთ მაცივარში. მივიღოთ თითო ს/კ 3-4-ჯერ დღეში, როგორც ზოგადგამაჯანსაღებელი საშუალება, გულის ყველა დაავადების დროს.

  • 100 გრ გამხმარ, დაქუცმაცებულ კრაზანას ბალახს დავასხათ 2 ლ წყალი. ვადუღოთ 10 წუთი ნელ ცეცხლზე, დავაყენოთ 1 სთ. ოთახის ტემპერატურაზე, გავწუროთ, დავამატოთ 200 გრ თაფლი, ავურიოთ, შევინახოთ მაცივარში, მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში, მივიღოთ მესამედი ჭიქა 3-ჯერ დღეში, გულის შესუსტებული მუშაობის დროს.

  • ეს შემადგენლობა ერთ-ერთი საუკეთესოა გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის, შეუპოვარი იშემიური დაავადების და გულის ტკივილების დროს: 5 თავი ნიორი, 5 ცალი ლიმონი კანიანად, 0,5 კგ თაფლი. ნიორი და ლიმონი გავატაროთ ხორცსაკეპში, ავურიოთ თაფლი და დავაყენოთ 7 დღე. მივიღოთ თითო ს/კ 3-ჯერ დღეში, 2 სთ-ით ადრე ჭამამდე ან ჭამიდან 2 სთ-ის შემდეგ. მკურნალობის კურსი 2 თვეა.

  • მიოკარდიუმის ინფარქტის და ინსულტის თავიდან ასაცილებლად სასარგებლოა ყვავტყემალის ახალი ნაყოფი, ასევე ნახარში და ნაყენი ნაყოფისა და ფოთლებისა, კვირტებით.

  • გულის დაავადებების დროს სასარგებლოა კარტოფილის დიეტა:
    ავადმყოფს დღის განმავლობაში აძლევენ 1 კგ-მდე მოხარშულ, უმარილო კარტოფილს (200-200 გრ 5-6-მიღებაზე). გემოს გასაუმჯობესებლად კარტოფილს შეიძლება დავამატოთ ახლადმომზადებული მაწონი.

  • გულისმიერი შეშუპებების დროს გამოიყენება მედგარას ნახარში: დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე 1 ჩ/კ დაქუცმაცებულ მცენარეს, შევფუთოთ და დავაყენოთ 2 სთ. მივიღოთ ყლუპობით დღის განმავლობაში, 3-4 კვირის მანძილზე.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.