» » » მხოლოდ 3 ინგრედიენტი გაგათავისუფლებთ კისრის ოსტეოქონდროზისგან

მხოლოდ 3 ინგრედიენტი გაგათავისუფლებთ კისრის ოსტეოქონდროზისგან

სამსახური, რომელშიც დიდი ხნით გიწევთ ჯდომა, ნეგატიურად მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე. უმოძრაობა და ცხოვრების აქტიური წესის არარსებობა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სხვადასხვა დაავადების ერთ-ერთი მიზეზია.

ყველაზე ცუდად ეს აისახება ჩვენს ხერხემალზე, განსაკუთრებით კი კისრის მონაკვეთი. იმისათვის, რომ აუტანელ ტკივილებსა და დისკომფორტს გაუმკლავდეთ, რჩევების რედაქცია გთავაზობთ, მოამზადოთ კისრის ოსტეოქონდროზის სამკურნალო კომპრესი.

რითია სახიფათო ოსტეოქონდროზი


მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, ოსტეოქონდროზი - ესაა მალთაშორისი დისკების ქსოვილების ნელი განადგურებისა და დაბერების პროცესი. ასეთი პროცესი შეიძლება ნებისმიერ ადამიანს დაეწყოს, რომელიც 20 წელზე მეტისაა და ცხოვრების პასიურ წესს ეწევა.


კისრის ოსტეოქონდროზი საშიშია არამხოლოდ ტკივილისა და დისკომფორტის, არამედ იმის გამოც, რომ მნიშვნელოვან არტერიებს მუშაობაში უშლის ხელს. მათი ფუნქციონირების დარღვევა იწვევს თავის ძლიერ ტკივილებს, წონასწორობის დაკარგვას, ხელების გაბუჟებას, თვალების დაბინდებას, წნევის პრობლემებსა და გონების დაკარგვასაც კი.


საწყის ეტაპზე დაავადების გამოვლენა ძალიან რთულია, მისი სიმპტომატიკა კი სტენოკარდიას ჰგავს. თუ მაინც გრძნობთ სიმძიმეს კისრის არეში და მწვავე ტკივილებს, მოამზადეთ კომპრესები, რომლებსაც კისრის ოსტეოქონდროზის დროს იყენებენ.

ინგრედიენტები
  • 1 ც კარტოფილი
  • 50 გ თაფლი
  • ნაძვის ზეთი


დახეხეთ კარტოფილი წვრილად, შეურიეთ თაფლთს და დაიდეთ კისრისა და მხრის სარტყელზე. ზემოდან დაიფარეთ კომპრესის ქაღალდი და დაიფიქსირეთ. ორი საათის შემდეგ მოიხსენით კომპრესი, დაიზილეთ კისერი და მხრები სველი თბილი ხელსაწმენდით და შეიზილეთ ნაძვის ზეთი. ასეტი პროცედურის განმეორება შეგიძლიათ 7-10ჯერ.



ოსტეოქონდროზის პროფილაქტიკისთვის
  1. დაიძინეთ მყარ მატრასსა და დაბალ ბალიშზე;
  2. ყოველ დილით, 10 წუთის მანძილზე მიიღეთ ცხელი შხაპი;
  3. ეცადეთ, ხშირად იაროთ საუნასა და აბანოებში - სითბო ადუნებს კისრის კუნთებს;
  4. რეგულარულად დაიტვირთეთ თავი ფიზიკურად და ისეირნეთ აუჩქარებლად;
  5. იცურავეთ;
  6. თუ 25 წელზე მეტის ხართ, არ დატვირთოთ ხერხემალი მეტისმეტად;
  7. 8-საათიანი მჯდომარე სამუშაოს დროს გააკეთეთ მოსათელავი შესვენებები ყოველ საათში.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.