ინგრედიენტები:
- 60 მლ (4 ს/კ ) ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი
- 1 წითელი ხახვი
- 1/2 ჩ/კ მარილი
- 1/4 ჩ/კ ხმელი ძირა
- 500 გრ ღორის ხორცის ფარში
- 1 კვერცხი
- 1 ს/კ თეთრი ფქვილი
- 1 ჩ/კ მდოგვი
- შავი პილპილი
პამიდვრის საწებლისთვის: - 1 ს/კ ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი
- 1 კბილი ნიორი
- 250 მლ (1 ჭიქა) ტომატ-პასტა
- მარილი, შავი პილპილი
- ემენტალი
მომზადების წესი:
- გუფთა: წვრილად დაჭრილი ხახვი, ხმელი თავშავა და ძირა საშუალო ცეცხლზე მოშუშეთ. დაუმატეთ მარილი. გადმოდგით და გააგრილეთ.
- დიდი ჯამში მოათავსეთ ღორის ხორცის ფარში, მოშუშული ხახვი, კვერცხის გული, ფქვილი და მდოგვი, შეაზავეთ შავი პილპილით. ხელით კარგად მოზილეთ და ხორცის პატარა ბურთულები დაამზადეთ.
- მორჩენილი ზეთი იმავე ტაფაზე გააცხელეთ და ხორცის პატარა ბურთულები თანაბრად დაბრაწეთ.
- გადაიტანეთ ლანგარზე და თბილად შეინახეთ.
- პამიდვრის საწებელი: წვრილად დაჭრილი ნიორი საშუალო ცეცხლზე მოშუშეთ, დაუმატეთ ტომატ-პასტა, შეაზავეთ მარილითა და პილპილით. ადუღეთ 10 წთ-მოკლებამდე.
- გუფთებს საწებელი კოვზით მოასხით, მსხვილად გახეხილი ყველი მოაყარეთ. სუფრაზე ცხელი მიიტანეთ.
გემრიელად მიირთვით!