» » » ქათმის უგერიელესი და ნაზი კოტლეტები

ქათმის უგერიელესი და ნაზი კოტლეტები

კოტლეტი ბევრისთვის სასურველი და საყვარელი კერძია. კოტლეტის მომზადების საკმაოდ მრავაფეროვანი რეცეპტები არსებობს, მაგრამ დღეს შევჩერდებით ქათმის კოტლეტის მომზადების წესზე.

ქათმის ბარკლების კოტლეტი

საჭიროა:
  • 3-4 ც ქათმის ბარკალი
  • 2 ც კვერცხი
  • 2 ს/კ ფქვილი
  • 1 თავი ხახვი
  • 2 ს/კ ლიმონის წვენი
  • დაფნის ფოთოლი, მარილი, პილპილი, კარაქი

    დამზადების წესი:
    ქათმის ძვალგამოცლილი ხორცი დაბეგვეთ, შეაზავეთ მარილით და პილპილით, მოასხით მარინადი, როელიც ასე მზადდება: აურიეთ წყალი, ლიმონის წვენი, დაჭრილი ხახვი, დაფნის ფოთლები. ხორცი გააჩერეთ მარინადში 3-4 საათი. ამოიღეთ, ამოავლეთ მარილთან ერთად კარგად ათქვეფილ ცილაში, შემდეგ საფანელში, ისევ ცილაში და საფანელში და შეწვით ცხელ ზეთიან ტაფაზე.

    ქათმის კოტლეტი

    ინგრედიენტები:
  • 1 ქათამი ან 2 ქათმის თეთრი ხორცი
  • 4 თავი ხახვი,
  • 5 კბილი ნიორი
  • 500 გრ ქამა ან სხვა რომელიმე სოკო
  • 50 გრ კარაქი
  • 2 ც კვერცხი
  • ზეთი, მარილი, პილპილი, საფანელი

დამზადების წესი:
ქათმის ხორცი, ხახვი და ნიორი გაატარეთ ხორცსაკეპში, შეანელეთ მარილით და პილპილით.
მოშუშეთ ხახვი და სოკო, შეანელეთ მარილით და პილპილით.
კვერცხისხელა ფარში გააბრტყელეთ, ჩადეთ შიგ 1 ჩაის კოვზი სოკოს ფარში, დანის წვერით - გაყინული კარაქი. შეაწებეთ, დააგრძელეთ, ამოავლეთ ჯერ ათქვეფილ კვერცხში, შემდეგ საფანელში (ასე მოიქეცით ორჯერ) და შეწვით მდუღარე ზეთში, რომელიც უნდა ფარავდეს ხორცს.
გარნირად უხდება ასანთისებურად დაჭრილი შებრაწული კარტოფილი და ტომატის საწებელი.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.