10 გრ ნედლეულს (1-2 ს/კ) ათავსებენ მომინანქრებულ ჭურჭელში. ასხამენ 200 გრ (1 ჭიქა) ქაფქაფა წყალს, დგამენ წყლის ორთქლზე და ადუღებენ ნაყენს 15 წთ. გადმოდგამენ და აჩერებენ 45 წთ. ნახარშებს ადუღებენ 30 წთ, აჩერებენ 10 წთ. ნედლეულს წურავენ. მიღები ნაყენის (ნახარშის) მოცულობას ზრდიან ადუღებული წყლით თავდაპირველ რაოდენობამდე.
ნაყენი და ნახარშები სწრაფად ფუჭდება. ამასთან დაკავშირებით ყველაზე კარგია მათი ყოველდღიური მომზადება. შენახვა დასაშვებია ბნელსა და ცივ ადგილას ან მაცივარში, არა უმეტეს ორი დღე-ღამისა.
ზოგიერთი რჩევა ბალახების მოდუღებისას
- ნუ გამოიყენებთ ბალახებს, რომლებიც რამდენიმე წელია გიდევთ.
- ნუ შეურევთ ერთ ჭურჭელში ერთბაშად ძალიან ბევრ ბალახს.
- ნუ ადუღებთ მათ ალუმინის, სპილენძის, თუნუქის ჭურჭელში. ყველაზე კარგია ნაყენის მომზადება ქაშანურის, მინის ჭურჭელში.
- ნუ მოამზადებთ ერთბაშად დიდი რაოდენობით. გაიანგარიშეთ, რამდენი დაგჭირდებათ დღე-ღამის განმავლობაში. მეორე დღეს კვლავ მოადუღეთ.
- როცა ამზადებთ ნაყენს, დაასხით ბალახებს ადუღებული წყალი და გააჩერეთ მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში არა უმეტეს რამდენიმე საათისა. არ არის საჭირო ბალახი სველდებოდეს წყალში ორი-სამი დღე.
- როცა ადუღებთ ბალახს, ნუ მოადუღებთ მას დიდხანს. უკეთესია გააჩეროთ ხანმოკლე დუღილის შემდეგ გაცივებამდე, შემდეგ გაწურეთ.
- არ დალიოთ ნაყენი ძალიან ცივი. თბილი იძლევა მეტ ეფექტს.
- თუ თქვენ გითხრეს, რომ რომელიღაც ბალახის ნაყენი უნდა სვათ ერთი თვე - სვით, ნუ შეწყვეტთ მკურნალობას, ვინაიდან მისგან სარგებელი იკარგება.