» » » საშვილოსნოდან სისხლდენის შესაჩერებელი, სწრაფად მოქმედი ხალხური საშუალებები

საშვილოსნოდან სისხლდენის შესაჩერებელი, სწრაფად მოქმედი ხალხური საშუალებები

სისხლდენა საშვილოსნოდან ითვლება მრავალი გინეკოლოგიური დაავადების სიმპტომად. უხვი სისხლდენა საშიშია სიცოცხლისთვის. ნებისმიერი სისხლდენის დროს არამენსტრუალურ პერიოდში აუცილებელია ექიმთან მკურნალობა.
ექიმთან მკურნალობასთან ერთად შეიძლება დამატებით შემდეგი ხალხური საშუალებების გამოყენება.

  • 6-7 ფორთოხლის ქერქს ასხამენ 1,5 ლ წყალსა და ადუღებენ იქამდე, სანამ არ დარჩება 0,5 ლ. მიღებულ ნახარშს უმატებენ შაქარს გემოვნებით.
    მიღება: 4 ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ. სისხლდენა სწრაფად ჩერდება.

  • მოსავლის აღების შემდეგ მცენარე კიტრს ჭრიან წვრილად. რეცხავენ ცივი წყლით. 50-100 გ ბალახს ასხამენ 0,5 ლ წყალსა და ადუღებენ 5-10 წთ.
    მიღება: ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ. პირველი დღიდანვე წყდება საშვილოსნოდან სისხლდენა. კარგია აგრეთვე სხვადასხვა სისხლდენების დროსაც.

  • 20 გრამ პიტნის ფოთოლს დაასხით 500 გრამი მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 საათი და შემდეგ მიირთვით მთელი დღის განმავლობაში.

  • საშვილოსნოდან ყოველგვარი სისხლდენის დროს - სვამენ ფითრის გამონახარშს: 35-40 გრამ ფოთლებს, ყლორტებს დაბოლოებითურთ ათავსებენ ემალის ჭურჭელში, ასხამენ 1 ლიტრ წყალს. ადუღებენ 10 წუთის განმავლობაში. იღებენ მთელი დღის განმავლობაში. აბაზანის მისაღებად კი 60 გრამ ნედლეულს 1 ლიტრ წყალზე ამზადებენ.

  • ძახველის წვრილად დაჭრილ ქერქს დაასხით 70%-იანი სპირტი. მიიღება 20-40 წვეთი 2-3-ჯერ დღეში ჭამამდე.

  • წყლიანი გამონაწვლილი შემდეგნაირად მზადდება: 7 გრამი ქერქი, 100 გრამ მდუღარე წყალზე. ადუღებენ ნელ ცეცხლზე 30 წთ-ს და წურავენ. იღებენ თითო სუფრის კოვზს დღეში 3-4-ჯერ.

  • ძახველის ნაყოფების წყლიან ნაყენს კი შემდეგნაირად ამზადებენ: - ნაყოფებს კარგად ჭყლიტავენ და თანდათან უმატებენ მდუღარე წყალს (2-3 სუფრის კოვზი ნაყოფი ერთი ჭიქა მდუღარე წყალზე). დგამენ 4 საათის განმავლობაში. ნაყენს სვამენ დღეში 3-4 ჭიქას.

  • აიღეთ ერთი ჩაის კოვზი წვრილად დაჭრილი წნორის ქერქი. დაასხით 2 ჭიქა ცივი წყალი. დადგით 8 საათი. მიღებული ნაყენი ერთი დღე-ღამის დოზაა.

  • 1 სუფრის კოვზ ჭინჭრის მშრალ ფოთოლს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს და ადუღებენ 10 წთ. ნელ ცეცხლზე აციებენ და წურავენ. ღებულობენ სუფრის კოვზით დღეში 4-5-ჯერ.

  • 1 სუფრის კოვზ წიწმატურას მშრალ ბალახს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს, აჩერებენ შეფუთულს 1 საათით. წურავენ. ღებულობენ სუფრის კოვზით დღეში 3-4-ჯერ ჭამამდე.

  • 2 ჩაის კოვზ მშრალ ფარსმანდუკს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს, აჩერებენ 1 სთ. ღებულობენ 1/2 ჭიქას დღეში 4-ჯერ ჭამამდე. ეს მცენარე საუკეთესო საშუალებაა საშვილოსნოს, კუჭ-ნაწავის, ფილტვებისა და ჰემოროიდალური კვანძებიდან, ცხვირისა და ჭრილობიდან სისხლდენების დროს.

  • 2-3 ჩაის კოვზ წვრილად დაჭრილ მატიტელას, უპირატესად ნედლს 2 ჭიქა მდუღარე წყალს ასხამენ, დასალევად ხმარობენ ცხლე ნაყენს. ზემოთხსენებული ნაყენი 1 დღე - ღამის დოზაა.

    მიიღეთ ფარსმანდუკის ყვავილების ჩაი.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.