» » » როგორ ამოვიცნოთ უსიყვარულობა: სიყვარულის განელების/არარსებობის ტიპური ნიშნები

როგორ ამოვიცნოთ უსიყვარულობა: სიყვარულის განელების/არარსებობის ტიპური ნიშნები

ადამიანი, შესაძლოა, დარწმუნებული იყოს, რომ სიყვარულს განიცდის, თუმცა, სინამდვილეში იგი ერთსულოვანია. რატომ ხდება ასე და რას წარმოადგენს სიყვარული?

ცხოვრება სიყვარულის გარეშე
ცნობილი ფსიქოლოგები შეჯერდნენ რამდენიმე ნიშანზე, რომლებიც სიყვარულის არარსებობაზე მიუთითებს.

  1. გაღიზიანებადობა
    როცა მუდმივად ამბობენ: "შემეშვი", "ხელს ნუ მიშლი", "გაიწიე", "ნუ მეხუტები".. ამ ფრაზების მუდმივი მოსმენის შემდეგ, თქვენ გეშინიათ ჩასახუტებლად მისვლის, ხმამაღლა სიცილის ან უბრალოდ ხმის ამოღებისაც კი. აღიზიანებთ მას იმითაც, თუ როგორ ჭამთ, სვამთ, დადიხართ სახლში. მუდმივად გაგრძნობინებენ, რომ თქვენი არსებობით დისკომფორტს ქმნით.


  2. კრიტიკა
    გაღიზიანებასთან ერთად, გაკრიტიკებენ კიდევაც: "არასწორად თქვი", "არასწორად მოიქცეი", "არასწორად დგახარ", "ცუდად გაცვია", "ცუდად იცინი" და ა.შ. ამცირებენ თქვენს მნიშვნელობას იმის შესახებ კამათით, თუ როგორ უნდა ესაუბროთ ვიღაცას, როგორ იფიქროთ, იცხოვროთ, გზის რომელ მხარეს წახვიდეთ.
    კონსტრუქტული კრიტიკისგან განსხვავებით, ამ შენიშვნებს არავითარი მოტივაცია არ გააჩნია გაუმჯობესებისთვის, პირიქით, ხდება მუდმივი სტრესისა და კომპლექსების წყარო.


  3. დაცვისა და მხარდაჭერის არარსებობა
    აღმოჩნდებით თუ არა რთულ მდგომარეობაში და მიმართავთ დახმარებისთვის, პასუხად იღებთ: "უკვე ზრდასრული ხარ, თვითონაც გაუმკლავდები", "შენ ჭკვიანი ხარ, გამოსავალს თავად იპოვი", "ნუ წუწუნებ, კაცი ხარ, ბოლოს და ბოლოს". თითქოს, ყველაფერი სწორია - ადმაიანმა უნდა ისწავლოს სირთულის დამოუკიდებლად გადალახვა, თუმცა, თუ ეს ფრაზები ესმის 5 წლის ბავშვს, მშობლების მხრიდან ეს სერიოზული გულგრილობაა.


  4. სიძუნწე
    როცა ოჯახში რთული ფინანსური მდგომარეობაა, გასაგებიცაა, რომ არაფერს გჩუქნიან. თუმცა, თუ ხედავთ, რომ საშუალება, შესაძლებლობები და რესურსები არსებობს, ახლობელ ადამიანს კი თქვენთვის და ბავშვისთვის ენანება დახარჯვა - ეს უსიყვარულობაა. გეუბნებიან: "რაში გჭირდება?" "ამის გარეშეც მშვენივრად ხარ", "გეყოფა".
    მათთვის, ვინც გვიყვარს, არაფერი გვენანება. ჩვენ ვცდილობთ, ისინი გავაბედნიეროთ, გავახაროთ, მათ ცხოვრებაში კომფორტი შევიტანოთ. როცა ვუყვარვართ, ხელგაშლილად გვიზიარებენ ყველაფერს, ხოლო თუ გაზიარების სურვილი არ არსებობს, ესეიგი არც ვუყვარვართ.


  5. გაუფასურება
    საკმარისია, უბრალოდ დაიჩივლოთ რთულ სიტუაციაზე სამსახურში თუ სასწავლებელში, რომ მაშინვე პირი იბრუნონს. თქვენს შფოთვას სისულელედ, დაუფიქრებელ კაპრიზად მიიჩნევს. თქვენი ნეგატიური ემოციები - ეს რაღაც უმნიშვნელო, არასერიოზული, არასაყურადღებოა. "ნუ წუწუნებ, ხალხი უფრო ცუდადაც არის ხოლმე", "იგონებ" - ამ ფრაზებით საყვარელი ადამიანი გაიგნორებთ.
    მიირთმევს თქვენ მიერ მომზადებულ გემრიელ სადილს და არ შეგაქებთ. არ დაინახავს დალაგებულ ბინას, არ შეამჩნევს ყვავილებს ლარნაკში, ახალ კაბას ან ვარცხნილობას. წვეთი ყურადღების გარეშე ქრება ბედნიერება, სიხარული, უფასურდება ყველაფერი, რასაც ადამიანი აკეთებს.


  6. შეუსრულებელი დაპირებები
    ადამიანი გპირდებათ დარეკვას და არ გირეკავთ, გპირდებათ მოწერას, არ გწერთ, დიდხანს არ გპასუხობთ შეტყობინებებზე. ყოველ ჯერზე იგონებს გამართლებას: "საქმე მქონდა", "რაღაც შემემთხვა", "გადაუდებელი სიტუაცია იყო". როცა მეგობრებთან ერთად სასეირნოდ, აგარაკზე, სათევზაოდ მიდიან და არ გეპატიჟებიან თქვენც. როცა არ აინტერესებთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა. როცა დახმარებას ითხოვთ რთულ სიტუაციაში, გჭირდებათ ადამიანი გვერდით, თქვენ კი გაიგნორებენ ან გიყენებენ - ეს სიყვარული არაა!


მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.