მშვენიერმა მედეამ, რომელიც მშობლიური მხრიდან იაზონთან ერთად გაიქცა თან კომშის თესლები წამოიღო. მედეა თვლიდა, რომ სანამ კომში იზრდება და ხარობს, მანამ ქალი მამაკაცში ვნებას გამოიწვევს, ქმარი მისი ერთგული იქნება და ბავშვებიც ჯანმრთელები იქნებიან.
კომშის სამშობლოდ კავკასია ითვლება, აქედან მოხვდა ის მცირე აზიაში, ელადაში და ძველ რომში. კომშის ნახარში, ჯერ კიდევ მაშინ, გამოიყენებოდა გულის და კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალოდ.
მედიცინაში მკურნალობის მიზნით იყენებენ კომშის ფოთლებს, ნაყოფს და თესლებს. თესლი დიდი რაოდენობით შეიცავს ლორწოს, გლიკოზიდებს, სახამებელს, გლიცერინს, ცხიმოვან მჟავებს და მთრიმლავ ნივთიერებებს. ასეთი შემადგენლობის გამო მას ფართოდ იყენებენ როგორც საფაღარათო, ამომფენ და ამოსახველებელ საშუალებას.
გამხმარი თესლები მთელი წლის მანძილზე არ კარგავს თავის თვისებებს. ამისათვის თესლები უნდა გამოვაშროთ 50 გრადუს ტემპერატურაზე. შევინახოთ ბნელ ადგილას მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში.
კომშის ნახარში ტუჩებზე ნახეთქების სამკურნალოდ
ინგრედიენტები:
კომშის თესლები - 5-7 გრ
წყალი - 300 მლ
მომზადების წესი:
ნედლეულს დავასხათ წყალი, დავდგათ წყლის აბაზანაზე 25 წთ-ით. ნახარში გავაჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე 2 სთ-ით. მივიღოთ 60-100 მლ 3-ჯერ დღეში ჭამამდე. (ნახარში შეიძლება გამოვიყენოთ აგრეთვე როგორც საფაღარათო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება).
კომშის თესლის შარდმდენი ჩაი თიკრმელების დაავადებების დროს
ინგრედიენტები:
კომშის ფოთლები - 30 გრ
კომშის თესლები - 30 გრ
წყალი - 200 მლ
თაფლი - გემოვნებით
მომზადების წესი:
ნედლეულს დავასხათ მდუღარე წყალი და ვხარშოთ ნელ ცეცხლზე 5-7 წთ. გავაჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე 5-6 წთ, შემდეგ გავაციოთ, გავწუროთ საწურში და დავუმატოთ თაფლი. მივიღოთ 100 მლ 3-4-ჯერ დღეში.
ასეთი სახით მომზადებული ჩაი გამოიყენება აგრეთვე მწვავე რესპირატორული დაავადებების და ხველის მკურნალობაში.
კომშის თესლისგან მომზადებული ლორწო, როგორც ამომფენი საშუალება
ინგრედიენტები:
კომშის თესლი - 10 გრ
წყალი - 200 მლ
მომზადების წესი:
ნედლეულს დავასხათ წყალი და 7-9 წთ-ის განმავლობაში ვანჯღრიოთ ლორწოვანი მასის წარმოქმნამდე. მივიღოთ 10 მლ 3-4-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.