» » » ოთახის მცენარეები ოჯახური ბედნიერებისა და კეთილდღეობისთვის

ოთახის მცენარეები ოჯახური ბედნიერებისა და კეთილდღეობისთვის

თუ ოთახის მცენარე არ გაქვთ, ახლა საუკეთესო დროა მის შესაძენად. ეს არა მხოლოდ დეკორია, რომელიც ფანჯრის თაროზე მოკრძალებულად იზრდება ან მინი-ქარხანა, რომელიც სინათლის ენერგიას ჟანგბადად გარდაქმნის. ეს ცოცხალი არსებაა! გამოცდილმა ყვავილის მცოდნეებმა იციან, რომ სწორად შერჩეული სახლის ყვავილი ცხოვრებაში ბედნიერების თილისმა იქნება და სახლში კეთილდღეობას მოიტანს. 



კეთილდღეობის მომტანი ოთახის მცენარეები

დღეს "რჩევების" რედაქცია გიამბობთ, რომელი ოთახის ყვავილები არის ლამაზი და ამავდროულად დადებითი ენერგიის მატარებელი. 

1. სპატიფილუმი

ეს მცენარე თავის დიასახლის ნამდვილ ქალურ ბედნიერებას ანიჭებს! სპატიფილუმი სურვილებს ასრულებს, დაუოჯახებლებს სიყვარულის პოვნაში ეხმარება. ამ მცენარის შემოტანით სახლში ყოველთვის სიყვარული და ურთიერთგაგება იქნება. არ დაგავიწყდეთ წელიწადში ერთხელ ნიადაგის შეცვლა და ყოველდღე მცენარის სუფთა წყლით დანამვა. 




2. სენპოლია 

კიდევ მას უზამბარულ იას უწოდებენ და მარადიული სიყვარულის სიმბოლოს. ყვავილი დაავადებისა და უიღბლობისგან დაგიცავთ, დაგეხმარებათ ოჯახში ურთიერთობისას და კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტაში. სენპოლიამ რო დაგეხმაროთ, ის მშვიდ ადგილას თაროზე უნდა დადოთ და უცხო თვალს უნდა მოარიდოთ. 




3. საათა

ჩინური ვარდი ცოლ-ქმარს შორის ვნებას აღძრავს, ხოლო გაშლილი ყვავილი ყველა უბედურებს მოგაშორებთ. მცენარეს სითბო უყვარს, კარგი იქნება თუ საძინებელ ოთახში დადგამთ, სადაც ორპირი ქარი არ მოხვდება. 




4. ცვილის სურო

ამ მცენარეს უჩვეულო ყვავილები აქვს ძლიერი არომატით. ყვავილი მოშურნეებს ამშვიდებს და ოჯახში უსაფრთხოების შეგრძნებას აჩენს. როცა სურო ყვავილობას იწყებს, მისთვის ადგილის შეცვლა ან შებრუნება არ შეიძლება. მცენარე კვირტს მოიშორებს და არ აყვავილდება.




5. მირტი

თავად სახელი სიწყნარის, მშვიდობის, სიამოვნების, სიყვარულის და კეთილდღეობის სიმბოლოა. ძველ დროში მირტი ქალღმერთი აფრტოდიტეს საყვარელი ყვავილი იყო. მირტი რომ გაიზარდოს და მთელი ძალით "იმუშაოს", სწორედ ქალმა - სახლის დიასახლისმა უნდა დარგოს. ასეთ შემთხვევაში ქორწინება ხანგრძლივი და ბედნიერი იქნება. 




6. აიხრიზონი

ამ სახლის პატარა მცენარეს სიყვარულის და ბედნიერების ხეს უწოდებენ. ყვავილი სასიყვარულო კავშირს ამყარებს და ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობის მაჩვენებელია. თუ მცენარე კარგად ვითარდება, ყვავილობს და ახალ ფოთლებს იღებს, ეს იმას ნიშნავს რომ სახლში სიყვარული სუფევს. 


მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.